კატალოგი

ჩამოტვირთეთ კატალოგი

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოფიცერთა მომზადების კოლეჯის საგანმნათლებლო პროგრამების  (კურიკულუმები, სილაბუსები)

ტ ა ლ ო

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოფიცერთა მომზადების კოლეჯი განთავსებულია ქ. გორში, კეთილმოწყობილ და თანამედროვე სტანდარტებით აგებულ ბაზაზე, სადაც ყველა პირობაა შექმნილი სტუდენტის სწავლის, დასვენების, ფიზიკური წრთობის და განვითარებისათვის.

დაწესებულების მისია

საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა თავისი განვითარების ახალ მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება.  ამ პირობებში საქართველოს  ეროვნული თავდცავის აკადემია არსებითად ახალი ამოცანების წინაშე დგას, რომლის მიღწევაც შესაძლებლია სწორად პორფესიოონალიზმისა და ინტელექტის შერწყმის შედეგად.

მომავალმა მეთაურმა პრაქტიკული საკითხები და ამოცანები წარმატებით, რომ გადაწყვიტოს მისი საქმიანობა ფუნდამენტალურ ცოდნაზე უნდა იყოს დაფუძნებული. აკადემიაში სწავლის პროცესში  აქცენტი აზრობრივ განვითარებას, ცოდნის ათვისების კრეატიულ მხარეზე უნდა იქნეს გადატანილი. ეს ოფიცრის პროფესიული მომზადების, მასში მეთაურის, როგორც ლიდერის ჩამოყალიბების ინტელქტუალური დონის ამაღლების მორალურ–ზნეობრივი აღზრდის საქმეს უნდა მოხმარდეს.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში სტუდენტს სთავაზობს სრულყოფილ სამოქალაქო განათლებას სამხედრო განათლებასთან ერთად. სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა უცხო ენების გაძლიერებული სწავლების სისტემას და კომპიუტერული ტექნიკისა და სხვა ელექტრონული საშუალებების სასწავლო  პროცესში ეფექტურ გამოყენებას.

სასწავლო პროცესში გამოყენებული იქნება სწავლების ახალი ფორმები (სიმულაციური, ბიჰევიორიზმი, სიმულაციური ჯგუფური მუშაობის აქტიური ფორმები და მეთოდები და სხვა).

ყოველივე ამისათვის აკადემიაში უზრუნველყოფილი იქნება საგანმანათლებლო პროგრამებისა და გეგმების მოქნილობა და მრავალვარიანტულობა მუდმივი თვითგანვითარების, თვითშეფასების და  შიდა კონტროლის მექანიზმის გათვალისწინებით.

სწორედ ასეთი ხედვით, ახალი მისწრაფებებით შევდივართ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენელთა დიდ ღირსეულ ოჯახში.

საბაკალავრო პროგრამა მიზანდ ისახავს მისცეს სტუდენტს შესაძლებლობა, მიიღოს ფართო განათლება და ძირითადი ცოდნა მის მიერ არჩეულ სფეროში, აგრეთვე განუვითაროს ის აუცილებელი უნარები და კომპეტენციები, რომლებიც საჭიროა, როგორც შრომის ბაზარზე გასასვლელად, ასევე სწავლის გასაგრძელებლად,  როგორც ფორმალურ, ისე, არაფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში.

საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ორი სკოლისაგან:

ტექნიკურ მეცნიერებათა სკოლა და ბიზნესისა და მართვის სკოლა.

1. ტექნიკურ მეცნიერებათა სკოლა წარმოდგენილია შემდეგი სპეციალობებით:

1.1. საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებლობა;

1.2. ინფორმაციული ტექნოლოგიები;

2. ბიზნესისა და მართვის სკოლა წარმოდგენილი შემდეგი სპეციალობებით:

2.1. ლოჯისტიკა და ექსპედირება;

2.2. ზოგადი  მენეჯმენტი;

სრული ოთხწლიანი კრედიტული დატვირთვის და შესაბამისი დარგობრივი

კომპეტენციების ათვისების შემდეგ სტუდენტს მიენიჭება შემდეგი

კვალიფიკაციები:

-  მშენებლობის ბაკალავრი

-  კომპიუტინგის ბაკალავრი

-  ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი

-  მენეჯმენტის ბაკალავრი

3. სტუდენტის საქმიანობა (დატვირთვა) მოიცავს:

ა) ლექციაზე დასწრებას, სამუშაო ჯგუფში მუშაობას, პრაქტიკულ ან  ლაბორატორიულ მეცადინეობას;

ბ) დამოუკიდებელ მეცადინეობას;

გ) სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას;

დ) გამოცდების მომზადება-ჩაბარებას;

ე) სასწავლო ნაშრომზე (საკურსო ნაშრომი, მოხსენება  კონფერენციაზე) მუშაობას;

4. კრედიტების განწილება:

4.1. აკადემიაში 1 კრედიტი მოიცავს 30 ასტრონომიულ საათს.

4.2. სწავლა სემესტრულია. სასწავლო წელი შედგება 2 სემესტრისაგან. თვითეულ სემესტრის ხანგძლივობა 19 კვირაა, აქედან 15 კვირა სასწავლო დროს ეთმობა, 1 კვირა შუა სემესტრული შეფასებებისთვისაა, ხოლო 3 კვირა დასკვნითი სასესიოა.

4.3. კრედიტების განაწილება ხდება საგანმანათლებლო პროგრამის ყველა კომპონენტს შორის (როგორიცაა მოდული, სასწავლო კურსი, პრაქტიკა, და სხვ.).

4.4. კრედიტი ასახავს სამუშაოს იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ კომპონენტის დასასრულებლად და სწავლის შედეგების მისაღწევად.

4.5. კრედიტთა განაწილება სხვადასხვა კომპონენტებს შორის უნდა ეფუძნებოდეს საშუალო აკადემიურ მიღწევების მქონე სტუდენტის დატვირთვის რეალურ

შეფასება, რომელიც საჭიროა ყოველი კომპონენტისათვის დადგენლი სწავლის შედეგის მისაღწევად. კრედიტების განაწილების სისწორე უნდა შემოწმდეს სტუდენტის რეალური დატვირთვის შესახებ სრული ინფორმაციის შეგროვებითა და ანალიზით, რაშიც პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად სტუდენტებიც უნდა იღებდნენ მონაწილეობას.

4.6. კრედიტი არ შეიძლება იქნეს გაანგარიშებული მხოლოდ სტუდენტის მიერ პროფესორ-მასწავლებლებთან  სასწავლო გარემოში გატარებული საათების (საკონტაქტო საათების) მიხედვით.

4.7. კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით დაგეგმილი  სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ.

4.8.   ერთი სემესტრის დატვირთვა შეადგენს 30 კრედიტს.

4.9. გარდა ამისა,  ყველა სტუდენტი შეისწავლის დამატებითი სამხედრო სპეციალობას – ქვეითი – 60 კრედიტის ფარგლებში, რაც განაპირობებს მისი, როგორც ქვეითი ოცეულის მეთაურის მომზადებას.

5. აკადემიაში სასწავლო დატვირთვის შეფასება მოიცავს:

5.1. ერთ შუალედურ შეფასებას ერთი სემესტრის განმავლობაში;

5.2. დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

5.3. სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.

5.4. დასკვნითი გამოცდა არ უნდა შეფასდეს 40 ქულაზე მეტით.

5.5. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება  51 ქულა.

5.6. შეფასების სისტემა უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა.ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;

ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;

ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;

ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;

ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60%;

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ

სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი

მუშაობით   დამატებით გამოცდაზე  ერთხელ გასვლის უფლება.

ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ

სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი

ახლიდან აქვს შესასწავლი.

5.7. სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არა ნაკლებ 10 დღისა.

6. საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს სხვადასხვა დარგების ერთმანეთთან დაკავშირებას და სთავაზობს სტუდენტებს, ისე აირჩიო კურსები, რომ ბევრი სხვადასხვა სფერო მოიცვან.

6.1. პროგრამა იყოფა 3 ნაწილად: ზოგადი განათლების, ძირითადი სპეციალობის და დამატებითი სპეციალობის კურსებად.

180 კრედიტის ფარგლებში, ძირითადი სპეციალობის გარდა პროგრამაში გათვალისწინებულია ზოგადი განათლების სავალდებულო საგნები (მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, უცხო ენა, აკადემიური წერა, კომპიუტერული ტექნოლგიის საფუძვლები. აგრეთვე, სტუდენტს მიეცემა საშუალება აირჩიოს ფაკულტატური საგნები 20 კრედიტის ფარგლებში, თიოეული საბაკალავრო პროგრამისათვის.

6.3. ბაკალავრიატის კურსები არის ინტერდისციპლინური და ემსახურება სტუდენტების თვალსაწიერის გაფართოებას. კურსები შეიძლება იყოს თემატური ან ორიენტირებული ერთი პრობლემის მრავალმხრივ შესწავლაზე. კურსები უნდა უვითარებდეს სტუდენტს არგუმენტაციის, ანალიზის, პრობლემის დასმისა და გადაჭრის უნარს. ზოგადი კურსების ნაწილია მათემატიკის, აკადემიური წერის, უცხო ენისა და საიფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლის შესწავლა.

9. საბაკალავრო საფეხურზე სწავლის  მიღების უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს, რომელმაც გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და მიიღო გამსვლელი ქულა ზოგად უნარებში, ინგლისურში, ქართულში და მათემატიკაში.

გარდა ამისა, აკადემიაში სწავლის უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია  დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილება ფიზიკურ მომზადებაში და სრული სამედიცინო შემოწმების გავლა თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ ჰოსპიტალში.  ამის შემდეგ აბიტურიენტი გააფორმებს ხელშეკრულებას თავდაცვის სამინისტროსთან (ეროვნული თავდაცვის აკადემია), სადაც ის აიღებს ვალდებულებას გაიაროს საბაკალავრო პროგრამა, ოფიცრის წოდების მიღების შემდეგ გაიაროს სპეციალიზაციის პროგრამა, რის შემდეგაც იმსახურებს ოფიცრის ერთი კონტრაქტის ვადით.

10. საგანმანათლებლო პროცესში გამოიყენება სწავლების შემდეგი მეთოდები:

  • ვერბალური, ანუ  ზეპირსიტყვიერი მეთოდი.
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი.
  • წერითი მუშაობის მეთოდი.
  • ლაბორატორიული  და დემონსტრირების მეთოდი.
  • პრაქტიკული მეთოდები.
  • დისკუსია/დებატები
  • ჯგუფური მუშაობა
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)
  • ევრისტიკული მეთოდი;
  • როლური და სიტუაციური;
  • დემონსტრირების მეთოდი;

11. სწავლების დამთავრების შემდეგ ბაკალავრს უნდა ჰქონდეს შეძენილი

შემდეგი კომპეტენციები:

11.1.  ცოდნა და გაცნობიერება – ძირითად მეცნიერებათა საფუძვლების საბაზო ცოდნა. ყოფითი მარტივი ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი ნაბიჯების გაცნობიერება;

11.2. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების გამოყენება ყოფითი მარტივი ამოცანების შესასრულებლად;

11.3. დასკვნის უნარი – პრაქტიკული და შემეცნებითი უნარების გამოყენებით ყოფითი მარტივი პრობლემების გააზრება და მათ შორის კავშირების დადგენა;

11.4. კომუნიკაციის უნარი – ყოფით მარტივ საკითხებზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით საჭირო ინფორმაციის მოძიება, ასევე უცხოურ ენაზე აზრის გაგება და გადაცემა;

11.5. სწავლის უნარი – სიცოცხლის განმავლობაში (უწყვეტი) სწავლის მნიშვნელობის გააზრება და შემდგომი სწავლის შესახებ არჩევანის გაკეთება;

11.6. ღირებულებები – ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისცემა, ოჯახისა და საზოგადოების წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერება.

საგანმანათლებლო პროგრამა

სკოლა: ბიზნესისა და მართვის

მიმართულება ზოგადი მენეჯმენტი განათლება
საგანამანათლებლო პროგრამის  სახელწოდება ზოგადი მენეჯმენტი
საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი აკადემიური
უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური ბაკალავრიატი
სწავლების ენა ქართული ენა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა 240 კრედიტი (180 კრედიტი სავალდებულო და არჩევითი საგნები + 60 კრედიტი სამხედრო სპეციალობა)
კრედიტებით
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს საშუალო განათლების მქონე პირი, რომელიც გადის წინასწარ რეგისტრაციას  ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში და აბარებს გამოცდებს საკონკურსო საგამოცდო პროგრამის მოცულობით(ზოგადი უნარები,ქართული ენა ,უცხო ენა, და მშობლიური ლიტერატურა), ამას გარდა ჩააბარებს ფიზიკური მომზადების ტესტს და გაივლის სრულ სამედიცინო შემოწმებას თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ ჰოსპიტალში
საბაკალავრო პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება.
საბაკალავრო პროგრამის მიზანი

ზოგადი მენეჯმენტის პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობა თანამედროვე ტექნოტევად პროფესიათა ჯგუფს განეკუთვნება. იგი ემყარება განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ პროფესიული განვითარების კონცეფციას და პროფესიულ სტანდარტებს.

პროგრამა ითვალისწინებს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის, როგორც  სპეციალისტის მომზადებას. დღევანდელ ეტაპზე ეს პროფესია ერთერთი განვითარებადი, პერსპექტიული და მოთხოვნადია.

სწავლების მიზნები და ამოცანები

მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც დაეუფლება ყველა სახის ბიზნესის სფეროში მიმდინარე ტექნიკურ და ტექნოლოგიურ პროცესებს, მათემატიკური მოდელირების მეთოდებს, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა საფუძვლებს, ეკონომიკურ და მენეჯერულ დისციპლინებს. ბაკალავრს შეეძლება სოციალურ-ეკონომიკური პროცესებისა და ორგანიზაციების, მათი შემადგენელი სტრუქტურული ერთეულების მენეჯმენტის განხორციელება, ბიზნესის სფეროში ეკონომიკური, საფინანსო, სადაზღვევო, მარკენტინგული, ინოვაციური და სხვა პროცესების მართვა-შესრულება.მიმართულება თავის საქმიანობას წარმართავს იმგვარად, რომ მისმა კურსდამთავრებულმა დააკმაყოფილოს შრომის ბაზრის მზარდი მოთხოვნები და შესაბამისად შეძლოს სამუშაო ადგილის ადვილად მოპოვება. Aამის გათვალისწინებით მიმართულება მთავარ ამოცანად მიიჩნევს, რომ მაქსიმალურად გამოავლინოს და განავითაროს თითოეული სტუდენტის ინტელექტუალური პოტენციალი, თეორიულ ცოდნასთან ერთად მათ გამოუმუშაოს პროფესიული ჩვევები, ჩამოუყალიბოს მოვლენების კრიტიკული ხედვისა და შეფასების უნარი, რომლის მიხედვითაც დაწყებითი განათლების მომავალი ბაკალავრები იღებენ ცოდნას, სრულ შესაბამობაში ECTS-თან. ის ორიენტირებულია სწავლებისა და სწავლის ევროპულ სისტემაზე. Pპროგრამა ითვალისწინებს საერთასორისო შეთანხმების შესაბამისად კრედიტების დაგროვების ევროპული სისტემის განხორციელებას. სტუდენტი ბაკალავრიატში სწავლის განმავლობაში აგროვებს 240 კრედიტს, ყოველი კურსის განმავლობაში _ 60 კრედიტს, ყოველ სემესტრში _ 30-ს.

Kკრედიტებში გათვალისწინებულია როგორც ლექცია _ სემინარების, ასევე დამოუკიდებელი მუშაობისათვის  საჭირო საათები, ასევე კოლოქვიუმებისა და შუალედური შემოწმებების, საბოლოო გამოცდებისMმოსამზადებლად განკუთვნილი საათები. სასწავლო პროგრამა აიგო მოდულების მიხედვით, რაც თეორიისა და პრაქტიკის, ზოგად სწავლების ინტეგრაციის მსოფლიოში აღიარებული სისტემაა.

1 კრედიტში მოიაზრება  30 საათი, ყოველი სასწავლო სემესტრი  მოიცავს  15 სალექციო და 4 სასესიო  კვირას. 1 კრედიტი (30 საათი) 25 საათიდან საკონტაქტო წარმოადგენს 12 საათს, ხოლო დამოუკიდებელი მუშაობისათვის განკუთვნილი 18 საათი.

საბაკალავრო პროგრამისსწავლის შედეგი

ცოდნა და გაცნობიერება –  საინჟინრო-ტექნიკური, ეკონომიკური, მენეჯერული და სოციალური სფეროს მეცნიერების ძირითადი თეორიებისა და კონცეფციების ცოდნა.ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ – ბიზნესის მართვის, შემეცნებითი და პრაქტიკული უნარჩვევების ნაკრების გამოყენება პრაქტიკაში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად.

დასკვნის უნარი – ბიზნესის სფეროში წამოჭრილი მკაფიოდ გამოკვეთილი პრობლემების ამოცნობის უნარი მათი გადაჭრისთვის სათანადო მონაცემების იდენტიფიცირება და ანალიზი დასაბუთებული დასკვნების  დროული გაკეთებით.

კომუნიკაციის უნარი  – პროფესიული უნარჩვევების გამოყენების იდეებისა და ინფორმაციის სტრუქტურირებულად და თანმიმდევრულად გადაცემა სპეციალისტებისა და არა სპეციალისტებისათვის, კომუნიკაბელურობა და გადაწყვეტილების მღების უნარი, სისტემაზე ზემოქმედების მანერა.

სწავლის უნარ სწავლის მიმართულებების განსაზღვრა ცვალებად და გაუთვალისწინებელ ვითარებაში. ბაკალავრი მომზადებული იქნება სწავლის გასაგრძელებლად მაგისტრატურაში შესაბამისი და მომიჯნავე სპეციალობებით.

ბაკალავრს ექნება ბიზნეს–მენეჯერისათვის დამახასიათებელი პროფესიული ღირებულებები და მკაფიოდ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება თავისი და სხვათა  შეფასებების მიმართ.

დასაქმების სფეროები
სწავლის გაგრძელების საშუალება ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ სტუდენტს ეძლევა საშუალება სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურაში.

ზოგადი მენეჯმენტი

მათემატიკა - სასწავლო კურსის მიზანია ასწავლოს სტუდენტებს მატრიცები, მოქმედებანი მატრიცებზე, შებრუნებული მატრიცა და მისი გამოთვლა. წრფივ განტოლებათა სისტემები და მათი ამოხსნა კრამერის და შებრუნებული მატრიცის გამოყენებით. ვექტორული ალგებრის ელემენტები. წრფე და სიბრტყე. მეორე რიგის წირები. რიცხვთა მიმდევრობა და მისი ზღვარი. ერთი ცვლადის ფუნქცია, მისი ზღვარი და უწყვეტობა.

ზოგადი ფიზიკა – სასწავლო კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს ბუნებრივი მოვლენების ახსნა, გარემომცველ მაკრო- და მიკრო-სამყაროში მიმდინარე პროცესებში ღრმად გარკვევა, სპეციალური საგნების შესწავლისათვის საფუძვლის შექმნა, ანუ ფიზიკის იმ ფუნდამენტური კანონების შესწავლა, რომლებსაც ეყრდნობა სპეციალური საგნები.

კომპიუტერული ტექნოლოგიების საფუძვლებისასწავლო კურსის მიზანია პერსონალური კომპიუტერის პროგრამული სისტემური საშუალებების შექმნის თეორიული საფუძვლების შესწავლა და მათი პრაქტიკული ათვისება.

ინგლისური ენა – სასწავლო კურსის მიზანს წარმოადგენს ინგლისური ენის სრულყოფა, რათა სტუდენტს შეეძლოს შესაბამისი ტექსტების წაკითხვა, გაგება, თარგმნა და ტექსტის მოკლე შინაარსის წერილობითი გადმოცემა. შეძლოს საუბარი პროფესიულ საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში დაიცვას საკუთარი პროექტი ინგლისურ ენაზე.

ზოგადი ქიმია - ორგანული ქიმიის თეორიული ცოდნა სტუდენტს დაეხმარება ისეთი პროცესების ათვისებაში, როგორიცაა საღებრების, ბუნებრივი და მაღალმოლეკულური სინთეზური ბოჭკოების და სხვა წარმოება და გამოყენების სფეროები.

საინჟინრო გრაფიკასაინჟინრო გრაფიკა, ზოგად საგანმანათლებლო ხასიათისაა. იგი შეისწავლის გეომეტრიული აგებების პრაქტიკულ გამოყენებას, სივრცითი ფიგურების სიბრტყეზე ასახვის ორი  მეთოდის – მონჟის სისტემისა და აქსონომეტრიის – საფუძვლებს, ტექნიკური ხაზვის ძირითად საკითხებს

მაკროეკონომიკა - სასწავლო კურსის შესწავლა მიზნად ისახავს სტუდენტებს მისცეს თეორიული ცოდნა მაკრო დონეზე ეკონომიკის ფუნქციონირების, მისი ძირითადი ელემენტების შესახებ. სტუდენტები გაერკვევიან ეკონომიკური ზრდის, ფულის როლის, უმუშევრობის შემცირების საბაზრო ურთიერთობების, გარდამავალი ეკონომიკის და სხვა პრობლემატურ საკითხებში.

ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკაკურსის მიზანს წარმოადგენს ბაკალავრის მიერ ალბათობის თეორიის ელემენტების დაუფლება, სხვადასხვა სტოქასტური პროცესების აღმწერი მათემატიკური მოდელების (ალბათური სივრცის) აგება, შემთხვევითი სიდიდეების სხვადასხვა რიცხვითი მახასიათებლების გამოთვლა, სხვადასხვა შემთხვევითი სიდიდეებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ხარისხის შესწავლა და ა.შ.

მეწარმეობის სამართლებრივი ფორმებისასწავლო კურსის “მეწარმეობის სამართლებრივი ფორმები” შესწავლის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს მეწარმეობის სამართლებრივი საფუძვლები, რათა მიეცეთ საშუალება სამართლებრივად წარმართონ სამეწარმეო საქმიანობა

სამართალმცოდნეობა მენეჯმენტში - კურსის მიზანია შექმნას ზოგადი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოექცეს მენეჯმენტი სამართლებრივ ფარგლებში. საქართველოს კანონბდებლობაში არ არის ერთი კონკრეტული კანონი, რომელიც ამ სფეროში წარმოქმნილ ურთიერთობებს დაარეგულირებს. ამიტომ ამ სასწავლო კურსში თავმოყრილია ყველა ის კანონი და კანონქვემდებარე აქტი, რომელიც ახდენს მენეჯმენტის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას. სასწავლო კურსის ძირითადი ამოცანაა მიაწოდოს სტუდენტს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მენეჯმენტის წარმოების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

ეკონომიკური თეორიასასწავლო კურსის შესწავლა მიზნად ისახავს სტუდენტებს მისცეს თეორიული ცოდნა ეკონომიკის ძირითადი კატეგორიების შესახებ, გააცნოს ეკონომიკური სკოლები და მიმდინარეობები, გაარკვიოს საქონლის, ფულის და სხვა ტერმინებში. აზიაროს სტუდენტები წარმოების და მიმოქცევის სფეროს ეკონომიკურ არსში

გარემოს დაცვაკურსის მიზანია გააცნოს მსმენელები ანტროპოგენული ფაქტორების ზეგავლენით გარემოს თანამედროვე მდგომარეობას, გარემოს ობიექტების დაცვის მეთოდებს, მცენარეული და ცხოველურ რესურსებs, ფლორისა და ფაუნის rols ბუნებაში, მათი დაზიანების სახეებs და, დაცვის საშუალებებიs, ჩამდინარე წყლების ცნებაs, მის სახეებs, ჩამდინარე წყლების გაწმენდის მეთოდების შერჩევაs გაჭუჭყიანებული კომპონენტების მიხედვით.

ეკონომიკის გლობალიზაცია შეუქმნას სტუდენტებს წარმოდგენა მსოფლიოში ინტეგრაციის პროცესით გაოწვეული ეკონომიკის გლობალიზაციის, მსოფლიო ეკონომიკის ინოვაციური ფაქტორების, გლობალურ ეკონომიკაში წარმოების და შემოსავლების სპეციფიკების, მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და გლობალიზაციის რეგულირების პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე ამ საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობა.

საქმის წარმოების მენეჯმენტი სასწავლო კურსის შესწავლა მიზნად ისახავს სტუდენტებს მისცეს ცოდნა საქმის წარმოების მენეჯმენტში. კერძოდ, რას ნიშნავს საქმის წარმოება. ნებისმიერი თანამდებობის პირი უნდა ფლობდეს ამ მეცნიერებას, რომ სრულფასოვნად შეძლოს საქმის წარმოება.

მენეჯმენტის საფუძვლები – კურსის შესწავლის მიზანია: სტუდენტებმა შეისწავლონ და დაეუფლონ საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელ სამეურნეო საქმიანობის მართვის საკითხებსა და პრინციპულ დებულებებს; სტუდენტებმა გამოიმუშაონ საწარმოში სწორ მენეჯმენტის შემუშავების ჩვევები ორგანიზაციულ-ტექნიკური პირობებისა და მომუშავეთა ფსიქოფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით.

ფირმის ეკონომიკა, ორგანიზაცია და მენეჯმენტი – ფირმების ეკონომიკის შესწავლა, ეკონომიკური კატეგორიების, ცნებების, მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ათვისება, ორგანიზაციული სტრუქტურა, შემადგენელი რგოლების ორგანიზაცია და მენეჯმენტი, ახალი ტექნიკის შექმნის და ათვისების ორგანიზაცია, საწარმოს ძირითადი კაპიტალი, საბრუნავი კაპიტალი და საბრუნავი საშუალებები.

ეკონომიკურმათემატიკური მეთოდები და  მოდელები –  სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია ბაკალავრებმა შეიძინოს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული ჩვევები ნებისმიერი ეკონომიკური პროცესის მართვის განსახორციელებლად. სასწავლო კურსის ძირითადი ამოცანებია:

1. ბაკალავრს შეეძლოს ნებისმიერი ეკონომიკური პროცესის მათემატიკური მოდელის შედგენა.

2.შეეძლოს მოცემული ეკონომიკური პროცესის მოდელირება საუკეთესო (ოპტიმალური) გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

3. დაეუფლოს ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა მათემატიკურ მეთოდებს.

ხარისხის მენეჯმენტისასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს წარმოდგენა შეუქმნას ხარისხის მართვის ძირითად საკითხებზე. მისცეს ცოდნა ხარისხის მართვის თეორიული საკითხების შესახებ, რაც მათ დაეხმარება პრაქტიკაში გამოყენების ჩვევების შეძენაში, აგრეთვე შეისწავლონ ხარისხის შეფასების მეთოდები, პროდუქციის ხარისხის მართვის არსი და ფუნქციები, პროდუქციის ხარისხი და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

საბუღალტრო და სტატისტიკური აღრიცხვასასწავლო კურსის შესწავლის მიზანია სტუდენტი დეუფლოს სტატისტიკის ძირითად შემადგენელ ელემენტებს, როგორიცაა: სტატისტიკის ზოგადი თეორია, ეკონომიკური სტატისტიკა და დარგობრივი სტატისტიკა. მათი შესწავლა აამაღლებს განვითარებისა და ცოდნის დონეს.

მარკეტინგი - სასწავლო კურსის შესწავლა მიზნად ისახავს სტუდენტებს მისცეს თეორიული  ცოდნა  მარკეტინგის შესახებ. კერძოდ: რა არის მარკეტინგის არსი, ფუნქციები და როლი საბაზრო ეკონომიკაში: უცხოური   გამოცდილებისა და საქართველოში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის თავისებურებათა გათვალისწინებით სტუდენტები თეორიულად გაერკვევიან მარკეტინგის  კომპლექსსა და მართვის სისტემის ძირითად ელემენტებში. გაეცნობიან კონკრეტული საბაზრო სიტუაციის შესაბამისს ტიპიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს და გადაწყვეტილებებს.

საწარმოო საქმიანობის ანალიზისასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ფირმების სამეურნეო საქმიანობის ანალიზის ჩატარების სფეციფიკა, პროდუქციის წარმოების (გამოშვების) და მომსახურების ანალიზი, თვითღირებულების გამოთვლის მეთოდები, ძირითადი კაპიტალის არსი, შემადგენლობა, სტრუქტურა და ა.შ.

ბიზნესგეგმის შედგენა სასწავლო კურსის მიზანია   სტუდენტებს გამოუმუშაოს  ბიზნეს-გეგმის შედგენის ჩვევები შესაბამისი თეორიული ცოდნის გამოყენებით. შეისწავლონ ბიზნესის მოცულობის ორიენტირები, ბიზნეს-გეგმის შედგენის მეთოდოლოგია, ინვესტიციების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა, დაფინანსების შესაძლო წყაროების მოძიება, აგრეთვე  გადასახადები, გამოსყიდვის ვადა და კრებსითი მაჩვენებლები.

ლოგისტიკის საფუძვლებისასწავლო კურსის მიზანია მსმენელებისათვის  მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ორგანიზაციის შესწავლა ახალ   მოთხოვნათა შესაბამისად, ანუ ლოგისტიკა ფართოდ ინერგება მრეწველობის დარგებში. მისი შესწავლა დაეხმარება ახალგაზრდებს სწორად მოახდინონ მატერიალური, ფინანსური, ინფორმაციული მომსახურების ნაკადების მართვა.

საწარმოთა მართვა და სამეურნეო სამართალი კურსის მიზანია შექმნას ზოგადი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს მენეჯმენტი სამართლებრივ ფარგლენში. საქართველოს კანონმდებლობაში არ არის ერთი კონკრეტული კანონი, რომელიც ამ სფეროში წარმოქმნილი ურთიერთობების დარეგულირება. ამიტომ ამ სასწავლო კურსში თავმოყრილია ყველა ის კანონი და კანონქვემდებარე აქტი, რომელიც ახდენს მენეჯმენტის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას. სასწავლო კურსის ძირითადი ამოცანაა მიაწოდოს სტუდენტს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მენეჯმენტის წარმოების სამართლებრივი საფუძველი.

კომერციული საქმიანობის მენეჯმენტი სატრანსპორტო მომსახურების ხარისხის ამაღლება, კერძოდ პროდუქციის რიტმული და შეუფერხებელი გადაზიდვა ვადებისა და გრაფიკების მკაცრი დაცვით, რის მიღწევაც შეიძლება მხოლოდ ტრანსპორტზე კომერციული საქმიანობის გაუმჯობესებით. ამჟამად საქართველოს საერთაშორისო სატრატსპორტო გადამზიდავები მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ საერთაშიროსო ბაზარზე, სადაც მოქმედი ფაქტორების სირთულე და მრავალმხრივობა განსაკუთრებით მწვავედ აყენებს საქართველოში ნაკლებად შესწავლილი საერთაშორისო გადაზიდვების წარმოებისა და ორგანიზაციის პრაქტიკის ტრადიციის საკითხების წინ წამოწევას

საბაკალავრო ნაშრომი - კურსის მიზანია შემაჯამებელი ნაშრომის შედგენის შესაძლებლობის გამომუშავება სტუდენტებისათვის, სადაც საჭიროებისამებრ გამოყენებული იქნება ბაკალავრიატში შესწავლილი თითქმის ყველა საგანი. კურსი საშუალებას იძლევა დავრწმუნდეთ სტუდენტების მიერ სპეციალობის ათვისების დონეში.

ფილოსოფია - სასწავლო კურსის ათვისებით სტუდენტი გაერკვევა ფილოსოფიის დანიშნულებასა და მის როლზე საზოგადოების განვითარებაში, გაეცნობა თანამედროვე ფილოსოფიის ძირითად პრობლემებს და მათ მნიშვნელობას საერთაშორისო გლობალური პრობლემის გადაჭრის საქმეში. შეისწავლის ფილოსოფიის ისტორიის აქტუალურ საკითხებს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს მატერიალური და სულიერი კულტურის განვითარებაში. დაეუფლება ბაკალავრისათვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, სოციალური სიტუაციის კრიტიკულად და ობიექტურად შეფასების საქმეში წარმართვისათვის.

ფსიქოლოგია - სასწავლო კურსის შესწავლის შემდეგ მსმენელს გაუადვილდება პიროვნების ფსიქოლოგიური თავისებურებების გაგება, დანაშაულებრივი ქცევის გახსნა და ა.შ. კურსის მათ გამოუმუშავებს პრაქტიკულ ჩვევებს, სიტუაციის კრიტიკულ ანალიზის, გუნდური მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარებსა და ა.შ.

საქართველოს ისტორიაისტორია სოციალური ცნობიერებისა და ნაციონალური იდენტობის უპირველეს ფორმას წარმოადგენს. შესაბამისად, ისტორიის სწავლება, უპირველეს ყოვლისა, სტუდენტის, როგორც მოქალაქისა და სოციუმის სრულფასოვანი წევრის ფორმირებას უნდა ისახავდეს მიზნად.

აკადემიური წერაკურსის მიზანია განუვითაროს მსმენელს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა,კითხვა, მოსმენა,საუბარი), რათა მან შეძლოს საკუთარი აზრის ლოგიკური გამოთქმის უნარი, ჩამოუყალიბდეს დამოუკიდებელი და შემოქმედებითი უნარი, მსჯელობის უნარი. გამოიმუშაოს წაკითხული ტექსტის ანალიზი, ასახელებდეს სათაურის ლიტერატურულ ვარიანტს. კურსის სწავლების ამოცანებს კი წარმოადგენს: მსჯელობის უნდარის განვითარება, ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება, აზრის ლაკონურად, ცხადად გამოხატვა, ანალიზის შედარების, განზოგადების უნარი და ა.შ..

პოლიტოლოგია - სასწავლო კურსის მიზანია მსმენელისათვის პოლიტიკის ანბანის შესწავლა, პოლიტიკური თეორიის, ქართული პოლიტიკური აზრის, პოლიტიკური და საარჩევნო ტექნოლოგიების არსში გარკვევა. კურსი შეასწავლის პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების ტექნოლოგიას. პოლიტიკური მართვისა  და სახელმწიფო ფორმირების ტექნოლოგიებს, საარჩევნო ტექნოლოგიებსა და საქართველოს საარჩევნო სისტემას.

სოციოლოგიასასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს საზოგადოების როგორც ყოფიერების განსაკუთრებული სფეროს ზოგადი ცოდნა, ჩამოუყალიბოს მას საზოგადოების განვითარების კანონზომიერებათა შესახებ ერთიანი მწყობრი მოძღვრება, რათა ამის საფუძველზე მოამზადოს იგი საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემდგომი ჯეროვანი და აქტიური მონაწილეობისათვის.

ეკონომიკური გეოგრაფიასასწავლო კურსის მიზანია  ცოდნის გაღრმავება ქვეყნებს შორის საგარეო ეკონომიკური კავშირების შესახებ. მსმენელები შეისწავლიან საერთაშორისო კორპორაციებს, მსოფლიო სავალუტო სისტემას, ეკონომიკური  კავშირებს,  გარდამავალ საბაზრო ურთიერთობების ეკონომიკურ ინტეგრაციას და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას.

რისკის მართვასასწავლო კურსის მიზანია მსმენელების მიერ რისკის გათვლის და რისკებისაგან დაზღვევის პროცესის თეორიული ცოდნის და პრაქტიკული ჩვევების ათვისება. ისინი შეისწავლიან რისკის დონის გამოთვლის მათემატიკურ მეთოდებს, საინვესტიციო რისკების წინასწარ პროგნოზირებას, საბანკო რისკებსა და საბანკო პროცენტებს, ფინანსური რისკს, მისი შეფასებასა და პროგნოზირებას.

პროექტის მენეჯმენტი -  სასწავლო კურსის მიზანია  მსმენელს შეისწავლოს პროექტების სტრატეგიის შემუშავება, პროექტირების ფილოსოფია და ფსიქოლოგია,

შემოქმედებითი პროცესის საერთო ტექნოლოგია, აზროვნების მეთოდებს, საპროექტო საქმიანობის კოორდინაცისა და კონტროლს.

შრომის უსაფრთხოება - სასწავლო კურსის მიზანია ტრანსპორტზე და სატრანსპორტო მშენებლობაში შრომის დაცვის უსაფრთხოების ტექნიკის საკითხების შესწავლა. მესმენელები  გააეცნობიან შრომის კანონმდებლობის საფუძვლებს, შრომის ჰიგიენის და საწარმოო სანიტარიის საფუძვლებს, ტრავმატიზმისა და პროფესიული დაავადების ანალიზს და ა.შ.

ინოვაციური მენეჯმენტისასწავლო კურსის მიზანია სტუდენტი გაეცნოს ინოვაციურ პროცესებს, შეისწავლოს ინოვაციის არსი და ფუნქციები, ინოვაციის კლასიფიკაცია, ინოვაციური პროცესის სტრუქტურა და შინაარსი, ინოვაციის ეკონომიკური ეფექტურობა, ინოვაციების კონკურენტუნარიანობა, აგრეთვე ინოვაციური მენეჯმენტის ორგანიზაცია.

სტრატეგიული მენეჯმენტი – სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს მსმენელს

სტრატეგიული მენეჯმენტის ამოცანების დაყენება და გადაჭრა, შესაბამისი მეთოდების და ჩვევების გამომუშავება, სტრატეგიული მიზნების ჩამოყალიბება, მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი და პერსპექტივები.

საგანმანათლებლო პროგრამა

სკოლა: ტექნიკურ მეცნიერებათა

მიმართულება კომპიუტერული ტექნოლოგიები განათლება
საგანამანათლებლო პროგრამის  სახელწოდება კომპიუტერული ტექნოლოგიები
საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი აკადემიური

უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური ბაკალავრიატი
სწავლების ენა ქართული ენა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია

კომპიუტინგის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა 240 კრედიტი (180 კრედიტი სავალდებულო და არჩევითი საგნები + 60 კრედიტი სამხედრო სპეციალობა)
კრედიტებით
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს საშუალო განათლების მქონე პირი, რომელიც გადის წინასწარ რეგისტრაციას  ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში და აბარებს გამოცდებს საკონკურსო საგამოცდო პროგრამის მოცულობით(ზოგადი უნარები,ქართული ენა ,უცხო ენა, და მშობლიური ლიტერატურა), ამას გარდა ჩააბარებს ფიზიკური მომზადების ტესტს და გაივლის სრულ სამედიცინო შემოწმებას თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ ჰოსპიტალში
საბაკალავრო პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება.
საბაკალავრო პროგრამის მიზანი

კომპიუტერული ტექნოლოგიების პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება კომპიუტინგის სპეციალობა თანამედროვე ტექნოტევად პროფესიათა ჯგუფს განეკუთვნება. იგი ემყარება განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ პროფესიული განვითარების კონცეფციას და პროფესიულ სტანდარტებს.

პროგრამა ითვალისწინებს კომპიუტერული ტექნიკის და კომპიუტერული ქსელების მომსახურე სპეციალისტის მომზადებას. დღევანდელ ეტაპზე ეს პროფესია ერთერთი განვითარებადი, პერსპექტიული და მოთხოვნადია.

სწავლების მიზნები და ამოცანები

მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც დაეუფლება თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკისა და კომპიუტერული ქსელების  აპარატურულ,  პროგრამულ უზრუნველყოფას. ინტერნეტ-ტექნოლოგიების გამართვა, გამოყენება და მართვა ოპერაციული სისტემებით, ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ენებით და მეთოდებით, მათემატიკური მოდელირების გამოყენების საშუალებით სხვადასხვა პროცესების ოპტიმიზაცია.

მიმართულება თავის საქმიანობას წარმართავს იმგვარად, რომ მისმა კურსდამთავრებულმა დააკმაყოფილოს შრომის ბაზრის მზარდი მოთხოვნები და შესაბამისად შეძლოს სამუშაო ადგილის ადვილად მოპოვება. Aამის გათვალისწინებით მიმართულება მთავარ ამოცანად მიიჩნევს, რომ მაქსიმალურად გამოავლინოს და განავითაროს თითოეული სტუდენტის ინტელექტუალური პოტენციალი, თეორიულ ცოდნასთან ერთად მათ გამოუმუშაოს პროფესიული ჩვევები, ჩამოუყალიბოს მოვლენების კრიტიკული ხედვისა და შეფასების უნარი, რომლის მიხედვითაც დაწყებითი განათლების მომავალი ბაკალავრები იღებენ ცოდნას, სრულ შესაბამობაში ECTS-თან. ის ორიენტირებულია სწავლებისა და სწავლის ევროპულ სისტემაზე. Pპროგრამა ითვალისწინებს საერთასორისო შეთანხმების შესაბამისად კრედიტების დაგროვების ევროპული სისტემის განხორციელებას. სტუდენტი ბაკალავრიატში სწავლის განმავლობაში აგროვებს 240 კრედიტს, ყოველი კურსის განმავლობაში _ 60 კრედიტს, ყოველ სემესტრში _ 30-ს.

Kკრედიტებში გათვალისწინებულია როგორც ლექცია _ სემინარების, ასევე დამოუკიდებელი მუშაობისათვის  საჭირო საათები, ასევე კოლოქვიუმებისა და შუალედური შემოწმებების, საბოლოო გამოცდებისMმოსამზადებლად განკუთვნილი საათები. სასწავლო პროგრამა აიგო მოდულების მიხედვით, რაც თეორიისა და პრაქტიკის, ზოგად სწავლების ინტეგრაციის მსოფლიოში აღიარებული სისტემაა.

1 კრედიტში მოიაზრება  30 საათი, ყოველი სასწავლო სემესტრი  მოიცავს  15 სალექციო და 4 სასესიო  კვირას. 1 კრედიტი (30 საათი) 25 საათიდან საკონტაქტო წარმოადგენს 12 საათს, ხოლო დამოუკიდებელი მუშაობისათვის განკუთვნილი 18 საათი.

საბაკალავრო პროგრამისსწავლის შედეგი

ცოდნა და გაცნობიერება – კომპიუტერების და კომპიუტერული ქსელების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მრავალმხრივი და სპეციალიზებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, საკუთარი პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობების ფარგლების გააზრება.ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – მიღებული ცოდნის პრაქტიკული ასპექტით გამოყენება, კომპიუტერთან და კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობა, მათი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და ექსპლუატაცია, აბსტრაქტული პრობლემების გადაჭრა.

დასკვნის უნარი  – კომპიუტერული ქსელების ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი მკაფიოდ გამოკვეთილი პრობლემების ამოცნობა, იდენტიფიცირება და ანალიზი სტანდარტული მეთოდების გამოყენებით, კომპიუტერის მართვის სირთულეებისათვის თავის დაღწევა  და ქსელების საიმედოობის შეფასება.

კომუნიკაციების უნარი  – პროფესიული იდეებისა და ინფორმაციის ჩამოყალიბებულად და თანმიმდევრულად გადაცემის უნარი კოლეგებისა და არასპეციალისტებისათვის,  როგორც ხარისხობრივი ისე რაოდენობრივი ინფორმაციის კუთხით. იგი მკაფიოდ იქნება გაცნობიერებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენაბაში, შეეძლება უცხოურ ენაზე პროფესიასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება–გაცნობიერება და პრაქტიკულ უნარჩვევებთან დაკავშირება.

სწავლის უნარი – საკუთარი სწავლის შემდგომი მიმართულებების განსაზღვრა, პროგნოზირება და დაგეგმვა ცვალებად და გაუთვალისწინებელ გარემოში, შეეძლება სწავლის მომავალი ფორმების გამოყენება ქსელური ადმინისტრირების შემდგომი უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებაში.

ღირებულებები   – თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის და კომპიუტერული ქსელების მომსახურე პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებები  და შეეძლება ამ ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობა.

დასაქმების სფეროები ორგანიზაციები, სადაც ხორციელდება კომპიუტერების და კომპიუტერული ქსელების შექმნა, გაწყობა და ექსპლუატაცია. აგრეთვე მულტემედიური მომსახურება და მძლავრი სატელეკომუნიკაციო სისტემების დამუშავება და მართვა
სწავლის გაგრძელების საშუალება ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ სტუდენტს ეძლევა საშუალება სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურაში.

კომპიუტერული ტექნოლოგიები

მათემატიკა ასწავლოს სტუდენტებს მატრიცები, მოქმედებანი მატრი-ცებზე, შებრუნებული მატრიცა და მისი გამოთვლა. წრფივ განტოლებათა სისტემები და მათი ამოხსნა კრამერის და შებრუნებული მატრიცის გამოყენებით. ვექტორული ალგებრის ელემენტები. წრფე და სიბრტყე. მეორე რიგის წირები. რიცხვთა მიმდევრობა და მისი ზღვარი. ერთი ცვლადის ფუნქცია, მისი ზღვარი და უწყვეტობა.

ფიზიკა ბუნებრივი მოვლენების ახსნა, გარემომცველ მაკრო და მიკრო სამყაროში მიმდინარე პროცესებში ღრმად გარკვევა, სპეციალური  საგნების შესწავლისათვის საფუძვლის შექმნა, ანუ ფიზიკის იმ ფუნდამენტური კანონების შესწავლა, რომლებსაც ეყრდნობა სპეციალური საგნები.

საინფორმაციო ტექნოლოგიები კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული ჩვევების გამომუშავება და სა¬ო¬ფი¬სე პროგ¬რამების შესწავლა.

სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტს უნდა შეეძლოს თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზაზე ეკონომიკური და საინჟინრო გა¬ან¬¬გარიშებების შესრულება, აგრეთვე, ელექტრო¬ნუ¬ლი ტექსტური დოკუმენტებისა და საბუღალტრო ცხრილების დამო¬უკი¬დებლად შედ¬გენა. ისინი უნდა ფლობდნენ თანამედროვე ოპე¬რა¬ცი¬ული სისტემების როგორც მოხმარების, ისე მომსახურების პრაქ¬ტი¬კულ ჩვევებს.

ქიმია თანამედროვე სამრეწველო ტექნიკური პროგრესი დამოკიდებულია ორგანული ქიმიის განვითარებასთან, მის მიღწევებთან და პრაქტიკული გამოყენების განუსაზღვრელ შესაძლებლობებთან. ორგანული ქიმიის თეორიული ცოდნა სტუდენტს დაეხმარება ისეთი პროცესების ათვისებაში, როგორიცაა საღებრების, ბუნებრივი და მაღალმოლეკულური სინთეზური ბოჭკოების და სხვა წარმოება და გამოყენების სფეროები. საღებართა უმრავლესობა ძირითადად ორგანული ბუნებისაა და გამოიყენება საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობის საწარმოებში, პოლიგრაფიაში, ქაღალდისა და ტყავის წარმოებასა და ტექნოლოგიაში.

დაპროგრამების საფუძვლები დაპროგრმების არსისა და საფუძვლების შესწავლა მათე¬მა¬ტიკური ამოცანების გადა¬საწყვე¬ტად ჩ-ის ალგორითმულ ენაზე პროგრამების შედგენისა და გამართვის ტექნოლოგიების დაუფლება.

უცხო ენა სასწავლო კურსის მიზანს წარმოადგენს ინგლისური ენის შრულყოფა, რათა სტუდენტს შეეძლოს შესაბამისი ტექსტების წაკითხვა, გაგება, თარგმნა და ტექსტის მოკლე შინაარსის წერილობითი გადმოცემა. შეძლოს საუბარი პროფესიულ საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში დაიცვას საკუთარი პროექტი ინგლისურ ენაზე, რაც შერჩევით უხდებათ კიდეც ყოველ წლიურ საერთაშორისო დათვალიერება-კონკურსებზე საქართველოს საზღვრებს გარეთ.

ციფრული ავტომატების გამოყენების თეორია მონაცემთა სხვადასხვა სისტემებში წარმოდგენის გაცნობა. კომპიუტერის ენაზე რიცხვების წარმოდგენის ფორმები. კომპიუტერში არითმეტიკული და ლოგიკური ოპერაციების ალგორითმების შესწავლა. კომპიუტერში შესრულებული ოპერაციების კონტროლის მეთოდების შესწავლა.

დაპროგრამების მანქანურ ორიენტირებული ენები მაღალი კვალიფიკაციის ინჟინერ-სისტემოტექნიკოსების და ინჟინერ-პროგრამისტების მომზადება. კომპიუტერის პროგრამულად შეღწევადი ობიექტები; მეხსიერების სეგმენტური ორგანიზაცია; მიკროპროცესორის(მპ) რეგისტრების თავისებურებანი.

ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება თანამედროვე დონის, ერთერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ალგორითმული ენის შესწავლა, რაც ბაკალავრს მისცემს სა¬შუ¬ალე¬ბას უფრო ეფექტურად აწარმოოს სხვადასხვა ობიექ¬ტები¬სათვის საინჯინრო-ტექნიკური გაანგარიშებები და კვლევითი ხა¬სიათის სამუშაობები.

მოდელირება მოდელირების ხერხების დაუფლება რთული სისტემების მოდელი¬რებისათვის.

რეალური პროცესებისა და რთული სისტემების დახასიათება და მათი გამოკვლევის მეთოდები, ფიზიკური და მათემატიკური მოდელირების მეთოდები.

ავტომატიზირებული პროექტირების საფუძვლები

  • გამომთვლელი ელექტრონული მანქანების დაპროექტე­ბის არსებული მეთოდებისა და საშუალებების გაცნობა.
  • ტექნიკურ სისტემათა დაპროექტების პროცესის ზოგადი ორგანიზაციის შესწავლა.
  • საპროექტო გადაწყვეტილებათა ანალიზისა და სინთე- ზის პროცედურების მათემატიკური უზრუნველყოფის ათვისება.
  • ავტომატიზებული დაპროექტების სისტემების ლოკა­ლუ­რი და კორპორაციული ქსელების აგების ათვისება.
  • ავტომატიზებული დაპროექტების სისტემების სისტე­მურ გარსთა ფუნქციებისა და შედგენილობის შესწავლა.

კომპიუტერული სქემოტექნიკა კომპიუტერის ელემენტებისა და კვანძების დონეზე დაეუფლოს სტუდენტი პროექტირების ჩვევებს, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს შესაბამისი კვალიფიკაციის მოპოვების საქმეში. ამ მიზნის მისაღწევად სტუდენტი უნდა დაეუფლოს მიკრო¬ელექტრონიკის საფუძვლებს, ციფრულ ტექნიკაში გამოყენებულ ძირითად ელემენტთა სისტემებს და ამ სისტემების ბაზაზე აგებუ¬ლი ელემენტებისა და კვანძების სინთეზის თეორიასა და პრაქტიკას

კომპიუტერების არქიტექტურის საფუძვლები კურსის `კომპიუტერული არქიტექტურის საფუძვლები~ მიზანია კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ბაკალავრებს შეასწავლოს პერსონალური კომპიუტერის აპარატურული საფუძვლები. კერძოდ:

  • Ø პერსონალური კომპიუტერის სტრუქტურა;
  • Ø პერსონალური კომპიუტერის ცენტრალური მოწყობილობები (სისტემური პლატა, პროცესორი, მეხსიერება). მათი მუშაობის პრინციპები, სტანდარტები და მახასიათებლები;
  • Ø პერსონალური კომპიუტერის ინტერფეისების ორგანიზაცია, სალტეები, პორტები, მათი ტიპები, სტანდარტები, დამახასიათებელი თვისებები;
  • Ø მიკროსქემების და პლატების დაყენება კომპიუტერში,
  • Ø დისკური მოწყობილობები. მათი ჩართვა;
  • Øთანამედროვე ტენდენციები კომპიუტერული არქიტექტურის გავითარების სფეროში.

გამოთვლითი მათემატიკა სტუდენტს გამოუმუშავდეს პროფესიული უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ მან შეძლოს იმოქმედოს შემდეგი სქემის მიხედვით: პრაქტიკული საინჟინრო ამოცანა – შესაბამისი მათემატიკური მოდელის შედგენა და შესწავლა – საინჟინრო დასკვნების გამოტანა.

ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლები არის მუდმივი და ცვლადი დენის წრედების ანალიზის თანამედროვე მეთოდების შესწავლა კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით.

კომპიუტერების პროგრამული ინტერფეისები ადამიანი – კომპიუტერი დიალოგის განხორციელება ეფექტური კრიტერიუმების მიხედვით, ინტერფეისების განხორციელება მომხმარებელზე მოქნილი ფაქტორებით.

კომპიუტერების ოპერაციული სისტემები კომპიუტერის თანამედროვე ოპერა¬ცი¬ული სისტემების სტრუქტურის შესწავლაზე. მასში განხილულია 6 საკ¬ვანძო თემა. თითოეული მათგანი შეიცავს როგორც ლექციაზე ასევე ლაბორატორიულ მეცადინეობაზე განსახილველ საკითხებს. სასწავლო კურსში შეისწავლება: კომპიუტერის ოპერაციული სისტემების სტრუქტურა, Windows, Linux და მულტიმედიური და მულტიპროცესორული ოპერაციული სისტემები, მონაცემთა დაცვის მეთოდები.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტმა საფუძვლიანად შეისწავლოს აღნიშნულ ოპერაციულ სისტემებში მუშაობა, შეისწავლოს მათი სტრუქტურა და გაეცნოს მო¬ნა¬ცემ¬თა დაცვის მეთოდებს და მათი მუშაობის ალგორითმებს

კომპიუტერული სისტემები და ქსელები კომპიუტერულ ქსელებში ყველა დონის მუშაობის ათვისება

კომპიუტერებისა და კომპიუტერული ქსელების სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა კომპიუტერის თანამედროვე ოპერა¬ცი¬ული სისტემების სტრუქტურის შესწავლაზე. მასში განხილულია 6 საკვანძო თემა.თითოეული მათგანი შეიცავს როგორც ლექციაზე ასევე ლაბორატორიულ მეცადინეობაზე განსახილველ საკითხებს. სასწავლო კურსში შეისწავლება: კომპიუტერის ოპერაციული სისტემების სტრუქტურა, ჭინდოწს, Lინუხ და მულტიმედიური და მულტიპროცესორული ოპერაციული სისტემები, მონაცემთა დაცვის მეთოდები.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასწავლო კურსის მიზანია სტუდენ¬ტმა საფუძვლიანად შეისწავლოს აღნიშნულ ოპერაციულ სისტემებში მუშაობა, შეისწავლოს მათი სტრუქტურა და გაეცნოს მო¬ნა¬ცემ¬თა დაცვის მეთოდებს და მათი მუშაობის ალგორითმებს.

სპეციალიზირებული კომპიუტერები სპეციალიზებული კომპიუტერების და მათი ფუნქციონალური კვანძების პროექტირების და სინთეზის საკითხის დაუფლება, მათი გამოყენების სფეროები. ასევე ოპერაციული რეზისტორები, კონდენსატორები და მათი პოტენციომეტრები

მიკროპროცესორული სისტემები სტუდენტმა შეისწავლოს სხვადასხვა მიკროპროცესორების ორგანიზაცია და მათ ბაზაზე აგებული კომპიუტერული სისტემების არქიტექტურა, ძირითადი პარამეტრები. მიკროპროცესორების ინტერფეისი და მუშაობის დროითი დიაგრამა

კომპიუტერების პერიფერიული მოწყობილობები კურსის `კომპიუტერის პერიფერიული მოწყობილობები~ მიზანია კომპიუტერული ინჟინერიის ბაკალავრიატის სტუდენტებს შეასწავლოს პერსონალური კომპიუტერის პერიფერიული მოწყობილობები (კვების ბლოკი, კლავი-ატურა, პრინტერები, სკანერები, დისკური მოწყობილობები და ა.შ), მათი მუშაობის პრინციპები, მახასიათებლები და სტანდარტები. სტუდენტები აგრეთვე გაეცნობიან უახლეს ტენდენციებს კომპიუტერის პერიფერიული მოწყობილობების განვითარების სფეროში, რაც მათ საშუალებას მისცემს მო-მავალში სწრაფად და ადვილად აითვისონ უახლესი კომპი-უტერული ტექნოლოგიები.

კომპიუტერული გრაფიკა კომპიუტერული გრაფიკის თეორიული საფუძვლების შესწავლა. კომპიუტერული გრაფიკის მათემატიკური და ალგორითმული საფუძვლების დაუფლება. ციფრული გამოსახულების დამუშავებისა და სინთეზის საკითხებში ორიენტირება. კომპიუტერული გრაფიკის პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის შესწავლა. ვექტორული და რასტრული გრაფიკული პროგრამების მუშაობის პრინციპების ათვისება და მათი პრაქტიკაში გამოყენება.

კომპიუტერების კონსტრუირების საფუძვლები Kკომპიუტერების კონსტრუირების პროექტირების აწყობის, დარეგულირების და საცდელი ექსპლუატაციის პირობების შესწავლას. კომპიუტერების კონსტრუირების სირთულეები და კონსტრუირების ეტაპები

ინტელექტუალური სისტემების დაპროექტება კურსის ,,ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები~ მიზანია ბაკალავრებს შეასწავლოს სხვადასხვა დანიშნულებისა და კონფიგურაციის ინტელექტუალური სისტემის დაპროექტების მეთოდები და პროგრამული საშუალებები. ინტელექ¬ტუალური სისტემები, ადამიანი _ ექსპერტის ცოდნაზე დაფუძნებული სისტემებია: პროდუქციული სისტემები, გარსები (sheel), მაკონსულტირებელი (საძიებო) სისტემები, ექსპერტული სისტები და სხვა. პროგრამულ ინსტრუმენტად კურსის შესწავლისას გამოიყენება ლოგიკური დაპროგრა¬მების ალგორითმული ენის ,,პროლოგის~ უახლესი ვერსია: Strawberry prolog 2.92.

მონაცემთა ბაზები კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს მონაცემთა ბაზებთან მუშაობის პრინციპები და პროექტების შემუშავება. მონაცემთა ბაზის, ცხრილის, ჩანაწერის, სვეტის განსაზღვრა,  ინდექსის ცნება, ცხრილების შექმნა და წაშლა

მეტროლოგია და სტანდარტიზაცია შეასწავლოს სტუდენტებს თეორიული და პრაქტიკული მეტროლოგიის ძირითადი საკითხები, მეტროლოგიის არსი, ფიზიკური სიდიდეები და მათი გაზომვა, ერთეულები და ერთეულთა სისტემები, ერთეულთა საერთაშორისო სისტემა

გარემოს დაცვა და ეკოლოგია გაეცნონ სტუდენტები ანტროპოგენული ფაქტორების ზეგავლენით გარემოს თანამედროვე მდგომარეობას, გარემოს ობიექტების დაცვის მეთოდებს. სამეცნერო ტექნიკური პროგრესი და გარემოს დაცვის პრობლემები – ადამიანი-წარმოება-გარემო სისტემის ურთიერთზემოქმედების შესწავლა, საზოგადოების ეკოლოგიური განათლება.

სიცოცხლის უსაფრთხოება ინჟინერ–ტექნიკური პერსონალი დაეუფლოს შრომის დაცვის წესებს. ძირითადი საკანანმდებლო აქტები, შრომის ზედამხედველობის ორგანოები საწარმოო ტრავმატიზმი და პროფესიული დაავადება.

ფილოსოფია სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს საზოგადოების როგორც ყოფიერების განსაკუთრებული სფეროს ზოგადი ცოდნა, ჩამოუყალიბოს მას საზოგადოების განვითარების კანონზომიერებათა შესახებ ერთიანი მწყობრი მოძღვრება, რათა ამის საფუძველზე მოამზადოს იგი საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემდგომი ჯეროვანი და აქტიური მონაწილეობისათვის.

სოციოლოგია სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს საზოგადოების როგორც ყოფიერების განსაკუთრებული სფეროს ზოგადი ცოდნა, ჩამოუყალიბოს მას საზოგადოების განვითარების კანონზომიერებათა შესახებ ერთიანი მწყობრი მოძღვრება, რათა ამის საფუძველზე მოამზადოს იგი საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემდგომი ჯეროვანი და აქტიური მონაწილეობისათვის.

ფსიქოლოგია ფსიქოლოგია ფსიქოლოგიური მეცნიერების ერთ_ერთი გამოყენებითი დარგია და ეფუძნება ზოგად და სოციალური ფსიქოლოგიის თეორიასა და მეთოდოლოგიას. იგი იურიდიული განათლების შემადგენელ ნაწილად იქცა.

დისციპლინის შესწავლის შემდეგ სტუდენტს გაუადვილდება პიროვნების ფსიქოლოგიური თავისებურებების გაგება, დანაშაულებრივი ქცევის გახსნა და ა.შ. იურიდიული ფსიქოლოგიის ცოდნა მომავალ იურისტს საშუალებას

მისცემს შემდგომ, პრაქტიკაში მოახდინოს დამნაშავის ქცევის სასამართლო და საგამოძიებო საქმიანობის სისტემური ანალიზი. აღნიშნული კულტურის დონე გულისხმობს სამართლის სფეროსყველა მუშაკის გარკვეულ

ფსიქოლოგიურ განათლებას, უნარჩვევებს მაღალ კულტურას, იგი თავის მხრივ ამაღლებს იურიდიულ საქმიანობის ეფექტურობას, გამოუმუშავებს პრაქტიკულ ჩვევებს, სიტუაციის კრიტიკულ ანალიზის, გუნდური

მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარებსა და ა.შ

აკადემიური წერა კურსის მიზანია განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი). შეძლოს საკუთარი აზრის ლოგიკური გამოთქმის უნარი, ჩამოუყალიბდეს დამოუკიდებელი და შემოქმედებითი უნარი, მსჯელობის უნარი.გამოიმუშაოს წაკითხული ტექსტის ანალიზი, ასახელებდეს სათაურის ლიტერატურულ ვარიანტს.

საქართველოს ისტორია ისტორია არჩევით სასწავლო დისციპლინად დამკვიდრდეს ტექნიკური პროფილის ყველა უმაღლეს სასწავლებელში, ხოლო ძირითად საგნად ტექნიკური ფაკულტეტების სტუდენტებისათვის. არგუმენტირებულია: ისტორია სოციალური ცნობიერებისა და ნაციონალური იდენტობის უპირველეს ფორმას წარმოადგენს. შესაბამისად, ისტორიის სწავლება, უპირველეს ყოვლისა, სტუდენტის, როგორც მოქალაქისა და სოციუმის სრულფასოვანი წევრის ფორმირებას უნდა ისახავდეს მიზნად.

პოლიტოლოგია სტუდენტებისათვის პოლიტიკის ანბანის შესწავლა, პოლიტიკური თეორიის, ქართული პოლიტიკური აზრის, პოლიტიკური და საარჩევნო ტექნოლოგიების არსში გარკვევა. პოლიტიკა როგორც მეცნიერება, ხელობა და ხელოვნება, ძალაუფლება, ხელისუფლება, ლეგიტიმურობა.

საგანმანათლებლო პროგრამა

სკოლა: ტექნიკურ მეცნიერებათა სკოლა

მიმართულება საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებლობა განათლება
საგანამანათლებლო პროგრამის  სახელწოდება საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებლობა
საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი აკადემიური

უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური ბაკალავრიატი
სწავლების ენა ქართული ენა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია

მშენებლობის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა 240 კრედიტი (180 კრედიტი სავალდებულო და არჩევითი საგნები + 60 კრედიტი სამხედრო სპეციალობა)
კრედიტებით
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს საშუალო განათლების მქონე პირი, რომელიც გადის წინასწარ რეგისტრაციას  ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში და აბარებს გამოცდებს საკონკურსო საგამოცდო პროგრამის მოცულობით(ზოგადი უნარები,ქართული ენა ,უცხო ენა, და მშობლიური ლიტერატურა), ამას გარდა ჩააბარებს ფიზიკური მომზადების ტესტს და გაივლის სრულ სამედიცინო შემოწმებას თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ ჰოსპიტალში
საბაკალავრო პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება.
საბაკალავრო პროგრამის მიზანი

საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებლობis პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება მშენებლის სპეციალობა თანამედროვე ტექნოტევად პროფესიათა ჯგუფს განეკუთვნება. იგი ემყარება განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ პროფესიული განვითარების კონცეფციას და პროფესიულ სტანდარტებს.

პროგრამა ითვალისწინებს მშენებლობის ბაკალავრის, როგორც  სპეციალისტის მომზადებას. დღევანდელ ეტაპზე ეს პროფესია ერთერთი განვითარებადი, პერსპექტიული და მოთხოვნადია.

სწავლების მიზნები და ამოცანები

მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც დაეუფლება  სატრანსპორტო ხელოვნური ნაგებობების, ხიდების, ავტოგზებისა და აეროდრომების პროექტირებას, მშენებლობას და ექსპლოატაციას.

ბაკალავრს  შეეძლება სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენა–მოხმარება, შედარებით მარტივი ნაგებობების გაანგარიშება და საშენი მასალების მახასიათებლის განსაზღვრა, მშენებლობის ობიექტებზე სამუშაო პროცესის  მონაცემების ანალიზის  და მონიტორინგის  შესრულება.

მიმართულება თავის საქმიანობას წარმართავს იმგვარად, რომ მისმა კურსდამთავრებულმა დააკმაყოფილოს შრომის ბაზრის მზარდი მოთხოვნები და შესაბამისად შეძლოს სამუშაო ადგილის ადვილად მოპოვება. Aამის გათვალისწინებით მიმართულება მთავარ ამოცანად მიიჩნევს, რომ მაქსიმალურად გამოავლინოს და განავითაროს თითოეული სტუდენტის ინტელექტუალური პოტენციალი, თეორიულ ცოდნასთან ერთად მათ გამოუმუშაოს პროფესიული ჩვევები, ჩამოუყალიბოს მოვლენების კრიტიკული ხედვისა და შეფასების უნარი, რომლის მიხედვითაც დაწყებითი განათლების მომავალი ბაკალავრები იღებენ ცოდნას, სრულ შესაბამობაში ECTS-თან. ის ორიენტირებულია სწავლებისა და სწავლის ევროპულ სისტემაზე. Pპროგრამა ითვალისწინებს საერთასორისო შეთანხმების შესაბამისად კრედიტების დაგროვების ევროპული სისტემის განხორციელებას. სტუდენტი ბაკალავრიატში სწავლის განმავლობაში აგროვებს 240 კრედიტს, ყოველი კურსის განმავლობაში _ 60 კრედიტს, ყოველ სემესტრში _ 30-ს.

Kკრედიტებში გათვალისწინებულია როგორც ლექცია _ სემინარების, ასევე დამოუკიდებელი მუშაობისათვის  საჭირო საათები, ასევე კოლოქვიუმებისა და შუალედური შემოწმებების, საბოლოო გამოცდებისMმოსამზადებლად განკუთვნილი საათები. სასწავლო პროგრამა აიგო მოდულების მიხედვით, რაც თეორიისა და პრაქტიკის, ზოგად სწავლების ინტეგრაციის მსოფლიოში აღიარებული სისტემაა.

1 კრედიტში მოიაზრება  30 საათი, ყოველი სასწავლო სემესტრი  მოიცავს  15 სალექციო და 4 სასესიო  კვირას. 1 კრედიტი (30 საათი) 25 საათიდან საკონტაქტო წარმოადგენს 12 საათს, ხოლო დამოუკიდებელი მუშაობისათვის განკუთვნილი 18 საათი.

საბაკალავრო პროგრამისსწავლის შედეგი

ცოდნა და გაცნობიერება –  ფართო ცოდნა   რომელიც მოიცავს                       საავტომობილო გზების და აეროდრომების დაპროექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციის დარგში არსებული თეორიებისა და პრინციპების კომპლექსურ გააზრებას.ცოდნის პრაქტიკაი გამოყენების უნარი –  სამშენებლო ნახაზის

წაკითხვა და შედგენა, სატრანსპორტო ნაგებობების ადგილზე დაკვალვა,  ელემენტების კონსტრუირების, შედარებით მარტივი ნაგებობების გაანგარიშების  ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში. ასევე აზომვითი სამუშაოების, სპეციალური   გამოანგარიშების, საშენი მასალების ფიზიკო–მექანიკური მახასიათებლების  განსაზღვრა და პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტის უნარი,  როგორც  ლაბორატორიულ, ასევე საველე პირობებში.

დასკვნის უნარი –   მშენებლობის ობიექტებზე კონკრეტული ტექნოლოგიური პროცესებისა და სამუშაოების პროცესისათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება, ასევე სამშენებლო პროცესების განყენებული მონაცემებისა და სიტუაციების ანალიზი,  როგორც კვლევა–ძიებითი სამუშაოების წარმოებაში, ისე სამშენებლო პროცესების მენეჯმენტში და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, აგრეთვე   დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება და ლოგისტიკური გათვლების წარმოება.

ომუნიკაციის უნარისატრანსპორტო ნაგებობების მიმდინარე მონიტორინგის განხორციელება, უსაფრთხო სამუშაოთა შესრულების დაგეგმვა და საექსპლუატაციო წესების, ნორმატიული საფეხურების, დადგენილი რეჟიმების განხორციელება დეტალური წერილობითი ანგარიშების მომზადებით. ასევე, არსებული პრობლემების გადაჭრის გზების მოძებნა და მოხსენება,  საჭირო ინფორმაციის კოლეგებისა და არასპეციალისტებისათვის როგორც ზეპირად, ისე თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით გადაცემის უნარი.

სწავლის უნარი სწავლის უნარის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, დაგროვილი ცოდნის სისტემატიზაცია, მიღებული უნარ–ჩვევების თვითშეფასება და სწავლის შემდგომი მიმართულებების დაგეგმვა შესაბამისი საჭიროებების დადგენით.

ღირებულებებიბაკალავრს შეეძლება სამშენებლო ინდუსტრიის სპეციალისტისთვის დამახასიათებელი ღირებულებების გააზრება საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის ჩამოყალიბებულად ახსნა და ამ ღირებებულებისადმი საკუთარი და სხვების დამოკიდებულების შეფასება, ასევე ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში წვლისის შეტანა.

დასაქმების სფეროები
სწავლის გაგრძელების საშუალება ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ სტუდენტს ეძლევა საშუალება სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურაში.

საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებლობა

მათემატიკა – ასწავლოს სტუდენტებს მატრიცები, მოქმედებანი მატრი-ცებზე, შებრუნებული მატრიცა და მისი გამოთვლა. წრფივ განტოლებათა სისტემები და მათი ამოხსნა კრამერის და შებრუნებული მატრიცის გამოყენებით. ვექტორული ალგებრის ელემენტები. წრფე და სიბრტყე. მეორე რიგის წირები. რიცხვთა მიმდევრობა და მისი ზღვარი. ერთი ცვლადის ფუნქცია, მისი ზღვარი და უწყვეტობა

ფიზიკა  – ბუნებრივი მოვლენების ახსნა, გარემომცველ მაკრო- და მიკრო-სამყაროში მიმდინარე პროცესებში ღრმად გარკვევა, სპეციალური საგნების შესწავლისათვის საფუძვლის შექმნა, ანუ ფიზიკის იმ ფუნდამენტური კანონების შესწავლა, რომლებსაც ეყრდნობა სპეციალური საგნები

ქიმია – თანამედროვე სამრეწველო ტექნიკური პროგრესი დამოკიდებულია ორგანული ქიმიის განვითარებასთან, მის მიღწევებთან და პრაქტიკული გამოყენების განუსაზღვრელ შესაძლებლობებთან. ორგანული ქიმიის თეორიული ცოდნა სტუდენტს დაეხმარება ისეთი პროცესების ათვისებაში, როგორიცაა საღებრების, ბუნებრივი და მაღალმოლეკულური სინთეზური ბოჭკოების და სხვა წარმოება და გამოყენების სფეროები.

კომპიუტერული ტექნოლოგიების საფუძვლები - პერსონალური კომპიუტერის პროგრამული სისტემური საშუალებების შექმნის თეორიული საფუძვლების შესწავლა და მათი პრაქტიკული ათვისება. კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის, სისტემური და გამოყენებითი პროგრამების, გამოყენებითი პროგრამების კლასიფიკაცია. პაკეტი MS OfFice და მისი შემადგენელი კომპონენტების, ტექსტური რედაქტორის Word. პროგრამის დანიშნულებისა და მასთან მუშაობის ძირითადი პრინციპების შესწავლა.

უცხო ენა  – სასწავლო კურსის მიზანს წარმოადგენს ინგლისური ენის სრულყოფა, რათა სტუდენტს შეეძლოს შესაბამისი ტექსტების წაკითხვა, გაგება, თარგმნა და ტექსტის მოკლე შინაარსის წერილობითი გადმოცემა. შეძლოს საუბარი პროფესიულ საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში დაიცვას საკუთარი პროექტი ინგლისურ ენაზე.

საინჟინრო გრაფიკა  – კურსი – საინჟინრო გრაფიკა, ზოგად საგანმანათლებლო ხასიათისაა. იგი შეისწავლის გეომეტრიული აგებების პრაქტიკულ გამოყენებას, სივრცითი ფიგურების სიბრტყეზე ასახვის ორი  მეთოდის – მონჟის სისტემისა და აქსონომეტრიის – საფუძვლებს, ტექნიკური ხაზვის ძირითად საკითხებს.

თეორიული მექანიკა თეორილული მექანიკა თავის საფუძვლებიდანვე მჭიდროდ არის დაკავშირებული ტექნიკასთან. იგი იქმნებოდა და ვითარდებოდა ტექნიკის განვითარებასთან ერთად. ტექნიკის განვითარება სულ ახალახალ ამოცანებს აყენებდა მექანიკის წინაშე, რაც ხელს უწყობდა მექანიკის განვითარებას.

მასალათა გამძლეობა  – კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ გარე ძალების კლასიფიკაციის, მასალათა გამძლეობისჰიპოთეზებისა და პრინციპების, მასალათა გამძლეობის ძირითადი ჰიპოთეზებისა და პრინციპების  შესწავლა,  ძაბვებისა და დეფორმაციების განსაზღვრა.

სამშენებლო მექანიკა  – სამშენებლო მექანიკის საფუძვლიანი  შესწავლა, კონსტრუქციების პროექტირებისა და მშენებლობისათვის, საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენა კვლევის თანამედროვე მეთოდების დაუფლებით.

კომპიუტერული გრაფიკა  – კურსის გავლის  შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ გრაფიკული სამუშაოების შესრულება AutoCAD სისტემაში კურსის, სამგან–ზომილებიანი ობიექტების წარმოდგენა, აგება და რედაქტირება, ეკრანის მართვა, გეომეტრიული პრიმიტივების აგება და რედაქტირება.

გეოდეზიის საფუძვლები ძირითადი გეოდეზიური სამუშაოების და ხელსაწყოების შესწავლა სამშენებლო ობიექტების ძებნა-ძიების, დაპროექტების და ექსპლუატაციის პროცესში. ტოპოგრაფიულ რუკებზე სხვადასხვა საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტა.

საინჟინრო გეოლოგია ნაგებობების მშენებლობის საინჟინრო_გეოლოგიური პირო¬ბებ¬ის შესწავლა, გეოლოგიური გარემოს რაციონალური გამოყენების დაცვის საკითხების ცოდნა. საინჟინრო_გეოლოგიური კვლევის მეთოდების, გეოეკოლოგიური მონიტორინგის,  ტერიტორიის შეფასების, დედამიწის შიგა ძალებთან დაკავშირებული მოვლენების შესწავლა.

გრუნტების მექანიკა ფუძე–საძირკვლები – ბაკალავრიატში მიღებული ცოდნის საფუძველზე მაგისტრანტი შეისწავლის გრუნტების მექანიკის სპეციალურ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, რომლის გამოყენებას შეძლებს საინჟინრო საქმიანობაში.

ჰიდრავლიკა მისცეს ღრმა ცოდნა ჰიდრავლიკის საგნის, მისი კვლევის მეთოდების შესწავლაში და ამ ცოდნის გამოყენების შესაძლებლობები სახალხო მეურნეობის სხვა დარგებში.

ხელოვნური ნაგებობები – სტუდენტმა უნდა შეისწავლოს ხიდების, გვირაბებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების კლასიფიკაცია, გამოყენების სფეროები, განვითარების ისტორია, თანამედროვე მდგომარეობა.

საავტომობილო გზები და აეროდრომები სტუდენტმა უნდა შეისწავლოს საავტომობილო გზების, ქალაქის ქუჩებისა და აეროდრომების კლასიფიკაცია, მათი ძირითადი ელემენტები, საგზაო და აეროდრომის ფენილები, გზებისა და აეროდრომების დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ზოგადი საკითხები.

საავტომობილო გზები – სტუდენტმა უნდა შეისწავლოს საავტომობილო გზების ძირითადი გეომეტრიული და სტრუქტურული ელემენტები, საგზაო-სამშენებლო სამუშაოების კლასიფიკაცია და საავტომობილო გზების ძირითადი საექსპლუატაციო მაჩვენებლები და მათი უზრუნველყოფის პირობები.

საშენი მასალები – შეისწავლონ საშენი მასალების თეორიული კურსი და ლაბორატორიული სამუშაოები. შეარჩიონ ბეტონის შედგე-ნილობები და შემადგენელი მასალების ხარჯი.

სატრანსპორტო მშენებლობის წარმოების ორგანიზაცია და მართვა მშენებლობის ტექნოლოგიის, მექანიზაციის ორგანიზაციის საფუძვლების, საწარმოო დაგეგმარების, კოორდინაციის, საწარმოო პირობების შექმნის, სამშენებლო მასალებით, ინჟინერ ტექნიკური პერსონალით უზრუნველყოფის, სამშენებლო სამუშაოების რიგითობის და თანმიმდევრობის განსაზღვრის შესწავლა.

გარემოს დაცვა სტუდენტები გაეცნონ  ანტროპოგენული ფაქტორების ზეგავლენით გარემოს თანამედროვე მდგომარეობას, გარემოს ობიექტების დაცვის მეთოდებს. შეისწავლონ ეკოლოგიის მეცნიერული საფუძვლები, ეკოლოგიური ფაქტორები და მათი ზეგავლენა გარემოზე, ნივთიერებათა წრებრუნვები და მათი რღვევა გარემოში

შრომის  უსაფრთხოება ტრანსპორტზე და სატრანსპორტო მშენებლობაში შრომის დაცვის უსაფრთხოების ტექნიკის საკითხების, რკინიგზის ტრანსპორტზე და სატრანსპორტო მშენებლობაზე მოქმედი საშიში და მავნე ფაქტორების, ტრავმატიზმისა და პროფესიული დაავადების ანალიზის შესწავლა.

საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზაცია და უსაფრთხოება საგზაო მოძრაობის ორგანიზაცია და უსაფრთხოება არის სატრანსპორტო პროცესის უმთავრესი შემადგენელი ნაწილი. მასზეა დამოკიდებული მძღოლთა და მგზავრების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მატერიალური ზარალის თავიდან აცილების შესაძლებლობა.

ფილოსოფია – სასწავლო კურსის ათვისებით სტუდენტი: გაერკვევა ფილოსოფიის დანიშნულებასა დამ ის როლზე საზოგადოების განვითარებაში.  გაეცნობა თანამედროვე ფილოსოფიის ძირითად პრობლემებს და მათ მნიშვნელობას საერთაშორისო  გლობალური პრობლემის გადაჭრის საქმეში.

ფსიქოლოგია – ფსიქოლოგია ფსიქოლოგიური მეცნიერების ერთ-ერთი გამოყენებითი დარგია და ეფუძნება ზოგად და სოციალური ფსიქოლოგიის თეორიასა და მეთოდოლოგიას. იგი იურიდიული განათლების შემადგენელ ნაწილად იქცა. დისციპლინის შესწავლის შემდეგ სტუდენტს გაუადვილდება პიროვნების ფსიქოლოგიური თავისებურებების გაგება, დანაშაულებრივი ქცევის გახსნა და ა.შ.

საქართველოს ისტორია – ისტორია არჩევით სასწავლო დისციპლინად დამკვიდრდეს ტექნიკური პროფილის ყველა უმაღლეს სასწავლებელში, ხოლო ძირითად საგნად ტექნიკური ფაკულტეტების სტუდენტებისათვის. არგუმენტირებულია: ისტორია სოციალური ცნობიერებისა და ნაციონალური იდენტობის უპირველეს ფორმას წარმოადგენს.

აკადემიური წერა – კურსის მიზანია განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა,კითხვა, მოსმენა,საუბარი). შეძლოს საკუთარი აზრის ლოგიკური გამოთქმის უნარი, ჩამოუყალიბდეს დამოუკიდებელი და შემოქმედებითი უნარი, მსჯელობის უნარი.გამოიმუშაოს წაკითხული ტექსტის ანალიზი, ასახელებდეს სათაურის ლიტერატურულ ვარიანტს.

ხიდების დაპროექტების საფუძვლები – სასწავლო კურსის ათვისებით სტუდენტი შეისწავლის კონსტრუქციების გაანგარიშების საფუძვლებისა და წინაპირობების. გაბარიტებს სარკინიგზო, ავტოსაგზაო და საქვეითო ხიდებისათვის, ხიდქვეშა გაბარიტებს.

რკინაბეტონის ხიდები – ავტოსაგზაო, სარკინიგზო და საქვეითო რკინაბეტონის ხიდების კონსტრუქციების მათი დაპროექტების საფუძვლების ათვისება. აგრეთვე , რკინაბეტონის კონსტრუქციების არმირების პრინციპებისა და წესების,  შესწავლა.

ლითონის ხიდები – ავტოსაგზაო, სარკინიგზო და საქვეითო ლითონის ხიდების კონსტრუქციების შესწავლა, მაი დაპროექტების საფუძვლების ათვისება. აგრეთვე ფოლადის ხიდების სისტემებისა და კონსტრუქციული სქემების შესწავლა

ვანტური და კიდური ხიდები – ავტოსაგზაო, სარკინიგზო და საქვეითო ლითონის ხიდების კონსტრუქციების შესწავლა, მათი დაპროექტების საფუძვლების ათვისება. აგრეთვე კიდული და ვანტური ხიდების სისტემების, პილონებისა და მათი კონსტრუქციები შესწავლა

ბურჯები – ავტოსაგზაო, სარკინიგზო და საქვეითო ხიდების  ბურჯებისა და მათი საძირკვლების კონსტრუქციების შესწავლა, მათი დაპროექტების  საფუძვლების ათვისება. აგრეთვე ზღვრულ მდგომარეობათა მეთოდით ფუძეებისა და საძირკვლების დაპროექტების, დატვირთვები და ზემოქმედებების შესწავლა

სეისმომედეგი ხიდები – სტუდენტმა უნდა შეისწავლოს მიწისძვრების გამომწვევი მიზეზები და ნაგებობაზე მიწისძვრების ზემოქმედების სახეები, სეისმომედეგი ხიდების კონსტრუქციული თავისებურებები, სეისმოდაცვის საშუალებები. შეისწავლოს აგრეთვე სეისმურ ზემოქმედებაზე ხიდების გაანგარიშების თეორიები, ხიდების გაძლიერება სეისმომედეგობის გაზრდის მიზნით

მცირე ხელოვნური ნაგებობების დაპროექტება – სტუდენტმა უნდა შეისწავლოს მცირე ხელოვნური ნაგებობების კონტრუქციები, მათი გაანგარიშების საფუძვლები, მუშაობის თავისებურებები. აგრეთვე მცირე ხელოვნური ნაგებობების სახეობები, დანიშნულება, გამოყენების სფეროები,

ხიდური გადასასვლელების დაპროექტება – სტუდენტმა უნდა შეისწავლოს ხიდური გადასასვლელების ადგილის შერჩევა, ტრასირება, ხიდის ვარიანტების შედგენის მეთოდიკა, ხიდის ხვრეტის გაანგარიშება, ნაპირდამცავი და სარეგულაციო ნაგებობების დაპროექტების საფუძვლები.

გვირაბები – დისციპლინაში `გვირაბები~ შეისწავლება გვირაბების კონსტრუირების, გაანგარიშების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ძირითადი საკითხები. აგრეთვე გვირაბის აგება სამთო ხერხით, გვირაბის გაყვანის კლასიკური ხერხები _ მათი ზოგადი დახასიათება, გამოყენების სფეროები და თავისებურებები.

ხიდების მშენებლობა –  სტუდენტმა უნდა შეისწავლოს სამშენებლო პროცესების (მიწის სამუშაოები, მონოლითური ბეტონისა და რკინაბეტონის სამუშაოები, ანაკრები რკინაბეტონის მონტაჟის სამუშაოები, ფოლადის კონსტრუქციების მონტაჟი და სხვა.) ტექნოლოგია, ხიდების მშენებლობაში გამოყენებული ძირითადი მექანიზმები.

ხიდების რეკონსტრუქცია და დროებითი ხიდები –  სტუდენტმა უნდა შეისწავლოს ხიდების რექონსტრუქციის საკითხები, შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესები, რექონსტრუქციის პროცესში დროებითი ხიდების დაპროექტებისა და ექსპლოატაციის საკითხები, სამუშაოების უსაფრთხო შესრულების წესები.

ხიდების ექსპლუატაცია –  დისციპლინაში შეისწავლება ექსპლუატაციაში მყოფი ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის საკითხები, როგორც ნაგებობების ნორმალურ, ასევე ავარიულ და საგანგებო შემთხვევების რეჟიმებში.

საავტომობილო გზების დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის საფუძველბი –   სტუდენტმა უნდა შეისწავლოს საავტომობილო გზების ძირითადი გეომეტრიული და სტრუქტურული ელემენტები, საგზაო-სამშენებლო სამუშაოების კლასიფიკაცია და საავტომობილო გზების ძირითადი საექსპლუატაციო მაჩვენებლები და მათი უზრუნველყოფის პირობები.

საკვალიფიკაციო  ნაშრომი –  კურსის მიზანია შემაჯამებელი ნაშრომის სედგენის შესაძლებლობის გამომუშავება სტუდენტებისათვის, სადაც საჭიროებისამებრ გამოყენებული იქნება ბაკალავრიატში შესწავლილი თითქმის ყველა საგანი. კურსი საშუალებას იძლევა დავრწმუნდეთ სტუდენტების მიერ სპეციალობის ათვისების დონეში.

საავტომობილო გზებისა და აეროდრომების დაპროექტება – სტუდენტმა უნდა შეისწავლოს საგზაო პირობების გავლენა მოძრაობის უსაფრთხოებაზე, საავტომობილო გზებისა და აეროდრომების კლასიფიკაცია, მათი ძირითადი ელემენტები, მოთხოვნილებანი გზის ძირითადი ელემენტების მიმართ.

ორგანული შემკრავები და ასფალტბეტონი –  სტუდენტმა უნდა შეისწავლოს: ასფალტბეტონების შემადგენლობა, მისი ძირითადი კომპონენტები, მასალების ფიზიკო-მექანიკური თვისებები, მათი როლი ასფალტბეტონის საფარის მუშაობისას, ასფალტბეტონის დამზადების ტექნოლოგია, ასფალტბეტონის ქარხნების მუშაობის ძირითადი პრინციპები, ასფალტბეტონის შენახვისა და ტრანსპორტირების საშუალებები.

ქალაქი, ქუჩები და გზები –  სტუდენტმა უნდა შეისწავლოს: ქალაქის გზების კლასიფიკაცია, მისი ძირითადი ელემენტები, ქალაქის ქუჩების და გზების სატრანსორტო-საექსპლუატაციო მახასიათებლები, ქალაქის სატრანსპორტო დაგეგმარების თავისებურებანი.

ავტომობილები – სტუდენტმა უნდა შსეისწავლოს როგორც ავტომობილის საერთო მოწყობილობა, ასევე მისი აგრეგატების, სისტემების, მექანიზმების დანიშნულება, კონსტრუქციები, მუშაობის პრინციპი.

საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებლობა და რეაბილიტაცია – სტუდენტმა უნდა შეისწავლოს: ფენილების კონსტრუქციების სახეები, მათი მშენებლობის ტექნოლოგიური პროცესები, სარემონტო (სარეაბილიტაციო) სამუშაოები და მათი შესრულების თანმიმდევრობა.

სავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებლობა და რეაბილიტაცია – სტუდენტმა უნდა შეისწავლოს ავტომობილისა და გზის ურთიერთქმედება, კლიმატური და ჰიდროგეოლოგიური ფაქტორების გავლენა გზებსა და აეროდრომებზე; ფენილების სისწორის დეფორმაციების და ცვეთის განსაზღვრა და შეფასება; სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა და სავალი ნაწილის საექსპლუატაციო მახასიათებლების გაუმჯობესება.

სატრანსპორტო გვირაბები – დისციპლინის ფარგლებში შეისწავლება გვირაბის გეგმა და გრძივი პროფილი; საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა-ძიების საკითხები გვირაბების დაპროექტებისათვის; ხოკერული და წრიული მოხაზულობის განივკვეთის გვირაბის კონსტრუქციები; ხოკერული მოხაზულობის მონოლითური ბეტონის და წრიული განივკვეთის ანაკრები მუდმივი სამაგრის სტატიკური გაანგარიშების მეთოდები.

საავტომობილო გზების დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპუატაციის საფუძვლები –  სტუდენტმა უნდა შეისწავლოს საავტომობილო გზების ძირითადი გეომეტრიული და სტრუქტურული ელემენტები, საგზაო-სამშენებლო სამუშაოების კლასიფიკაცია და საავტომობილო გზების ძირითადი საექსპლუატაციო მაჩვენებლები და მათი უზრუნველყოფის პირობები.

საკვალიფიკაციო ნაშრომი –  კურსის მიზანია შემაჯამებელი ნაშრომის სედგენის შესაძლებლობის გამომუშავება სტუდენტებისათვის, სადაც საჭიროებისამებრ გამოყენებული იქნება ბაკალავრიატში შესწავლილი თითქმის ყველა საგანი. კურსი საშუალებას იძლევა დავრწმუნდეთ სტუდენტების მიერ სპეციალობის ათვისების დონეში.

საგანმანათლებლო პროგრამა

სამხედრო მომზადება განათლება
საგანამანათლებლო პროგრამის  სახელწოდება სამხედრო მომზადება
საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი აკადემიური
უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური დამატებითი სპეციალობა
სწავლების ენა ქართული ენა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია

ქვეითი ოცეული მეთაური
პროგრამის მოცულობა 60 კრედიტი
კრედიტებით
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა საწყისი საბძოლო მომზადება
დამატებითი სპეციალობის საკვალიფიკაციო დახასიათება
პროგრამის მიზანი

დამატებითი სპეციალობის საკვალიფიკაციო დახასიათება. ქვეითი არის სხვადასხვა სამხედრო სპეციალობებს შორის წამყვანი სპეციალობა და აერთიანებს სპეციალობათა განხრებს. ქვეითი აძლევს შესაძლებლობას, რომ უხელმძღვანელოს და მართოს ქვედანაყოფები ბრძოლის სხვადასხვა ვითარებაში. სხვადასხვა სპეციალობების მქონე სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო კარიერა იწყება ქვეითი სპეციალობით. ის აყალიბებს და ქმნის საფუძველს სხვა სამხედრო სპეციალობების შესასწავლად.

სწავლების მიზნები და ამოცანები

პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ეცოდინებათ ქვეითი ათეულის და ოცეულის საცეცხლე საშუალებების ეფექტური გამოყენება, ათეულის და ოცეულის მართვა; ათეულის და ოცეულის მეთაურის როლში შეძლებენ ხელქვეითების მომზადებასა და გაწვრთნას შესაბამისი საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად.

პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს შესაძლებლობა:

_ შეიძინოს შესაბამისი დონის განათლება სამხედრო სფეროში, რომელიც საშუალებას მისცემს სწავლა გააგრძელოს საფეხურებრივი სამხედრო განათლების შესაბამის კურსებზე;

_ შეისწავლოს ტაქტიკის, სამხედრო ტოპოგრაფიის, საცეცხლე, სამხედრო საინჟინრო და სამედიცინო მომზადების საფუძვლები; კავშირგაბმულობისა საშუალებები და მ.დ.ი. დაცვა; შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი; შეიარაღებული ძალების წესდებები;

_ პროგრამის შესაბამისად შეისწავლონ საცეცხლე საშუალებები და გაეცნონ შეიარაღების სხვადასხვა სისტემებს;

_ დაეუფლონ საბრძოლო იარაღის ეფექტურად გამოყენებას;

_ მოამზადოს სახმელეთო ჯარებისათვის ქვეითი ოცეულის

მეთაურები, რომლებსაც გამომუშავებული ექნებათ ოცეულის  ხელმძღვანელობის უნარ-ჩვევები. ასევე მზად უნდა იყვნენ

ხელქვეითების მომზადებასა და გაწვრთნაში, რათა მათ შეძლონ იარაღის და აღჭურვილობის დაცვა და მათი ბრძოლაში სრულფასოვნად გამოყენება.

საბაკალავრო პროგრამისსწავლის შედეგი

ცოდნა და გაცნობიერება – სამხედრო ფაქტობრივ გარემოებებსა და თეორიულ საფუძვლებზე დამყარებული ცოდნა, პრობლემების გადაჭრის ზოგადი სესაზლებლობების გაცნობიერება.-  ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება – სამხედრო დაგეგმარებისა და შესრულების პროცესში საჭირო ინფორმსციის წყაროების გამოყენება. წამოჭრილი სპეციფიკური ამოცანის დასაზლევად სტრატეგიის შემუშავება და მიღებული შედეგების ამალიზის ჩატარება შესრულებული სამუშაოების გასაუმჯობესებლად.

დასკვნის უნარი – ამოცანის შესასრულებლად შესაბამისი ღონისძიებების შემუსავება, ალტერნატიული შესაზლებლობების განხილვა და მიღებული შედეგის ანალიზი.

კომუნიკაციის უნარი – ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცვალებად ვითარებებში, ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დამოუკიდებლად ათვისება.

სწავლის უნარი – საკუთარი სწავლის მიმართულებების დამოუკიდებლად განსაზღვრა.

ღირებულებები – პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიატებელი ღირებულებებისადმი პასუხისმგებლობით დამოკიდებულება და სხვადასხვა ვითარებაში შესაბამისად მოქმედება

დასაქმების სფეროები ორგანიზაციები, სადაც ხორციელდება კომპიუტერების და კომპიუტერული ქსელების შექმნა, გაწყობა და ექსპლუატაცია. აგრეთვე მულტემედიური მომსახურება და მძლავრი სატელეკომუნიკაციო სისტემების დამუშავება და მართვა
სწავლის გაგრძელების საშუალება ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ სტუდენტს ეძლევა საშუალება სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურაში.

სამხედრო მომზადება

ტაქტიკური მომზადება

მოამზადოს სახმელეთო ჯარებისათვის ქვეითი ოცეულის მეთაურები, რომლებსაც გამომუშავებული ექნებათ ხელმძღვანელობის უნარ-ჩვევები, შესძლებენ დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის გაწვთვრნას, მომზადებას და მათი მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს მართვას.

ფიზიკური მომზადება

მოამზადოს სტუდენტი ფიზიკურად  და მორალურად, რათა შესძლოს წამოჭრილი ამოცანების სწრაფად და ზისტად შესრულება. შესძლოს მისდამი დაქვემდებარებული ჯარისკაცების ფიზიკური შეწსაძლებლობების სწორი განვითარება.

საცეცხლე მომზადება

სტუდენტმა შეიძინოს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული ჩვევები სასროლ პრაქტიკაში. შეეძლოს მსუბუქი ქვეითი ქვედანაყოფების საშტატო სასროლი და სატყორცნი იარაღის გამოყენება. არსებული შეიარაღების შესახებ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარება და მათი შესწავლა დაქვემდებარებულ პირად შემადგენლობაზე.

სამხედრო და შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი

შეასწავლოს სტუდენტს შეიარაღებული კონფლიქტების კანონები, ბრძოლის წარმართვის წესები და აკრძალვები, რათა ოცეულის მეთაურის როლში შესძლოს მიღებული საბრძოლო ამოცანის სწორი დაგეგმვა და შესრულება. მორალური და ფიზიკური ზეწოლის ქვეშ ყოფნისას მიიღოს სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება.

სამხედრო ლიდერიზმი

სტუდენტმა შეიძინოს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული ჩვევები  სამხედრო ლიდერიზმის არსსა და დანიშნულებაში, კომუნიკაციის (ურთიერთობის) თეორიის და მისი გამოყენების საკითხებში, ლიდერის თვისებებში, ფუნქციებში, ტიპებში და სამხედრო ქვედანაყოფებში მუშაობის თავისებურებებში, სამხედრო ქვედანაყოფის ჩამოყალიბებისა და მართვის დროს გუნდური პრინციპების გამოყენების საკითხებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მართვის თავისებურებებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში მორალურ _ პატრიოტული, ზნეობრივი თვისებების, ფსიქოლოგიური მდგრადობის გამომუშავების თავისებურებებში და მათი ზრდის ოპტიმალურ გზებში, ერთმართველობისა და დემოკრატიული პრინციპების თავსებადობის საკითხებში, ორატორულ ხელოვნებაში და მისი პრაქტიკული გამოყენების საკითხებში.

სამხედრო ტოპოგრაფია

მოამზადოს სტუდენტი სახმელეთო ნავიგაციაში, რათა შესძლოს ოცეულის მართვა და დასახული ამოცანის შესრულება. გააჩნდეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა რაც ხელს შეუწყობს ჯარისკაცების მოზადებას სამხედრო ტოპოგრაფიაში.

სამხედრო ისტორია

მომზადდეს ოფიცერი, რომელსაც ეცოდინება საქართველოს სამხედრო ისტორიის საფუძვლები. შესძლოს ბრძოლის ანალიზის ჩატარება და შედარება თანამეროვე საბრძოლო ხელოვნების სპეცოფიკასთან. მიღებული ცოდნა გამოიყენოს სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებისას, სწავლებებსა და საბრძოლო მოქმედებებში.

საერთო საჯარისო წესდებები

სტუდენტმა შეიძინოს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული ჩვევები საყარაულო სამსახურის შესრულებისთვის, ინდივიდუალური და ჯგუფური სამწყობრო ილეთების შესწავლა, შევასწავლოთ სამხედრო მოსამსახურის წახალისებასა და დასჯის მიზნები და საფუძვლები, შევასწავლოთ სამხედრო მოსამსახურის მოვალეობები და შინაგანი სამსახურის ორგანიზებისა და შესრულების წესი.

სამხედრო საველე  სწავლება

გამოუმუშაოს სტუდენტებს სამხედრო მომზადებაში შემავალი საგნების პრაქტიკული უნარტვისებები. მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად შესრულება და დახვეწა. შესძლოს მორალური და ფიზიკური ზეწოლის ქვეშ სხვადასხვა ვითარებაში დასახული ამოცანის პრაქტიკულად შესრულება.

საგანმანათლებლო პროგრამა

სკოლა: ბიზნესისა და მართვის

მიმართულება ლოჯისტიკა და ექსპედირება განათლება
საგანამანათლებლო პროგრამის  სახელწოდება ლოჯისტიკა და ექსპედირება
საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი აკადემიური

უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური ბაკალავრიატი
სწავლების ენა ქართული ენა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია

მენეჯმენტის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა 240 კრედიტი (180 კრედიტი სავალდებულო და არჩევითი საგნები + 60 კრედიტი სამხედრო სპეციალობა)
კრედიტებით
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს საშუალო განათლების მქონე პირი, რომელიც გადის წინასწარ რეგისტრაციას  ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში და აბარებს გამოცდებს საკონკურსო საგამოცდო პროგრამის მოცულობით(ზოგადი უნარები,ქართული ენა ,უცხო ენა, და მშობლიური ლიტერატურა), ამას გარდა ჩააბარებს ფიზიკური მომზადების ტესტს და გაივლის სრულ სამედიცინო შემოწმებას თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ ჰოსპიტალში

საბაკალავრო პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება.
საბაკალავრო პროგრამის მიზანი

ლოჯისტიკის და ექსპედირების პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება მენეჯმენტის სპეციალობა თანამედროვე ტექნოტევად პროფესიათა ჯგუფს განეკუთვნება. იგი ემყარება განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ პროფესიული განვითარების კონცეფციას და პროფესიულ სტანდარტებს.

პროგრამა ითვალისწინებს ტრანსპორტის მენეჯერის, როგორც  სპეციალისტის მომზადებას. დღევანდელ ეტაპზე ეს პროფესია ერთერთი განვითარებადი, პერსპექტიული და მოთხოვნადია.

სწავლების მიზნები და ამოცანები

მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც დაეუფლება ტრანსპორტის ყველა სახის სფეროში მიმდინარე ტექნიკურ და ტექნოლოგიურ პროცესებს, მათემატიკური მოდელირების მეთოდებს, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა საფუძვლებს, ეკონომიკურ და მენეჯერულ დისციპლინებს.

ბაკალავრს შეეძლება სოციალურ-ეკონომიკური პროცესებისა და ორგანიზაციების, მათი შემადგენელი სტრუქტურული ერთეულების მენეჯმენტის განხორციელება, ტრანსპორტის სფეროში ეკონომიკური, საფინანსო, სადაზღვევო, მარკენტინგული, ინოვაციური და სხვა პროცესების მართვა-შესრულება.

მიმართულება თავის საქმიანობას წარმართავს იმგვარად, რომ მისმა კურსდამთავრებულმა დააკმაყოფილოს შრომის ბაზრის მზარდი მოთხოვნები და შესაბამისად შეძლოს სამუშაო ადგილის ადვილად მოპოვება. Aამის გათვალისწინებით მიმართულება მთავარ ამოცანად მიიჩნევს, რომ მაქსიმალურად გამოავლინოს და განავითაროს თითოეული სტუდენტის ინტელექტუალური პოტენციალი, თეორიულ ცოდნასთან ერთად მათ გამოუმუშაოს პროფესიული ჩვევები, ჩამოუყალიბოს მოვლენების კრიტიკული ხედვისა და შეფასების უნარი, რომლის მიხედვითაც დაწყებითი განათლების მომავალი ბაკალავრები იღებენ ცოდნას, სრულ შესაბამობაში ECTS-თან. ის ორიენტირებულია სწავლებისა და სწავლის ევროპულ სისტემაზე. Pპროგრამა ითვალისწინებს საერთასორისო შეთანხმების შესაბამისად კრედიტების დაგროვების ევროპული სისტემის განხორციელებას. სტუდენტი ბაკალავრიატში სწავლის განმავლობაში აგროვებს 240 კრედიტს, ყოველი კურსის განმავლობაში _ 60 კრედიტს, ყოველ სემესტრში _ 30-ს.

Kკრედიტებში გათვალისწინებულია როგორც ლექცია _ სემინარების, ასევე დამოუკიდებელი მუშაობისათვის  საჭირო საათები, ასევე კოლოქვიუმებისა და შუალედური შემოწმებების, საბოლოო გამოცდებისMმოსამზადებლად განკუთვნილი საათები. სასწავლო პროგრამა აიგო მოდულების მიხედვით, რაც თეორიისა და პრაქტიკის, ზოგად სწავლების ინტეგრაციის მსოფლიოში აღიარებული სისტემაა.

1 კრედიტში მოიაზრება  30 საათი, ყოველი სასწავლო სემესტრი  მოიცავს  15 სალექციო და 4 სასესიო  კვირას. 1 კრედიტი (30 საათი) 25 საათიდან საკონტაქტო წარმოადგენს 12 საათს, ხოლო დამოუკიდებელი მუშაობისათვის განკუთვნილი 18 საათი.

საბაკალავრო პროგრამისსწავლის შედეგი

ცოდნა და გაცნობიერება – საინჟინრო–ტექნიკური, ეკონომიკური, მენეჯერული მეცნიერებების ძირითადი თეორიებისა და კონცეფციების ცოდნა, მომავალი პროფესიის და შესაძლებლობების  გაცნობიერება.ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – მათემატიკური მეთოდების გამოყენებით ტრანსპორტის მენეჯმენტში არსებული მნიშვნელოვანი პროცესებისა და პრობლემების კვალიფიციური ანალიზი.

დასკვნის უნარი – ტრანსპორტის სფეროში ბიზნესის მენეჯმენტის წარმართვისას  ძირითადი ტენდენციებს და მიმართულებების განსაზღვრა,  მკაფიოდ გამოკვეთილი პრობლემების ამოცნობის,  ანალიზისა და დასკვნების გაკეთების შესაძლებლობის ამოცნობა.

კომუნიკაციის უნარი – პროფესიული ფუნქციების შესასრულებლად იდეებისა და ინფორმაციის თანმიმდევრული გადაცემის და ჩამოყალიბების გამოყენება სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის, რისთვისაც გამოიყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიუკაციო საშუალებებს, სისტემაზე ზემოქმედებას კომუნიკაბელურობის და გადაწყვეტილების დროული მიღების გზით.

სწავლის უნარი – სწავლის მომავალი მიმართულებების განსაზღვრა და დაგეგმვა გაუთვალისწინებელი ვითარების პორობებში. მომზადებულია სწავლის გასაგრძელებლად მაგისტრატურაში შესაბამისი და მომიჯნავე სპეციალობებით.

ღირებულებები – პროფესიული საქმიანობისთვის დამახასიათებელი ღირებულებები, პრაქტიკული და თეორიული საქმიანობის პროცესში შეაფასოს თავისი და სხვათა დამოკიდებულება პროფესიული საქმიანობის ღირებულებებთან და  ამის  გაუზიარება სხვებთან.

დასაქმების სფეროები ორგანიზაციები, სადაც ხორციელდება კომპიუტერების და კომპიუტერული ქსელების შექმნა, გაწყობა და ექსპლუატაცია. აგრეთვე მულტემედიური მომსახურება და მძლავრი სატელეკომუნიკაციო სისტემების დამუშავება და მართვა
სწავლის გაგრძელების საშუალება ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ სტუდენტს ეძლევა საშუალება სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურაში.

ლოჯისტიკა და ექსპედირება

 

 

მათემატიკასასწავლო კურსის მიზანია ასწავლოს სტუდენტებს მატრიცები, მოქმედებანი მატრიცებზე, შებრუნებული მატრიცა და მისი გამოთვლა. წრფივ განტოლებათა სისტემები და მათი ამოხსნა კრამერის და შებრუნებული მატრიცის გამოყენებით. ვექტორული ალგებრის ელემენტები. წრფე და სიბრტყე. მეორე რიგის წირები. რიცხვთა მიმდევრობა და მისი ზღვარი. ერთი ცვლადის ფუნქცია, მისი ზღვარი და უწყვეტობა.

ზოგადი ფიზიკა სასწავლო კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს ბუნებრივი მოვლენების ახსნა, გარემომცველ მაკრო- და მიკრო-სამყაროში მიმდინარე პროცესებში ღრმად გარკვევა, სპეციალური საგნების შესწავლისათვის საფუძვლის შექმნა, ანუ ფიზიკის იმ ფუნდამენტური კანონების შესწავლა, რომლებსაც ეყრდნობა სპეციალური საგნები.

კომპიუტერული ტექნოლოგიების საფუძვლებისასწავლო კურსის მიზანია პერსონალური კომპიუტერის პროგრამული სისტემური საშუალებების შექმნის თეორიული საფუძვლების შესწავლა და მათი პრაქტიკული ათვისება.

ინგლისური ენასასწავლო კურსის მიზანს წარმოადგენს ინგლისური ენის სრულყოფა, რათა სტუდენტს შეეძლოს შესაბამისი ტექსტების წაკითხვა, გაგება, თარგმნა და ტექსტის მოკლე შინაარსის წერილობითი გადმოცემა. შეძლოს საუბარი პროფესიულ საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში დაიცვას საკუთარი პროექტი ინგლისურ ენაზე.

ზოგადი ქიმიაორგანული ქიმიის თეორიული ცოდნა სტუდენტს დაეხმარება ისეთი პროცესების ათვისებაში, როგორიცაა საღებრების, ბუნებრივი და მაღალმოლეკულური სინთეზური ბოჭკოების და სხვა წარმოება და გამოყენების სფეროები.

კომპიუტერული გრაფიკაკურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ გრაფიკული სამუშაოების შესრულება AუტოჩAD სისტემაში, სამგანზომილებიანი ობიექტების წარმოდგენა, აგება და რედაქტირება, ეკრანის მართვა, გეომეტრიული პრიმიტივების აგება და რედაქტირება.

საინჟინრო გრაფიკასაინჟინრო გრაფიკა, ზოგად საგანმანათლებლო ხასიათისაა. იგი შეისწავლის გეომეტრიული აგებების პრაქტიკულ გამოყენებას, სივრცითი ფიგურების სიბრტყეზე ასახვის ორი მეთოდის – მონჟის სისტემისა და აქსონომეტრიის – საფუძვლებს, ტექნიკური ხაზვის ძირითად საკითხებს.

ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა - კურსის მიზანს წარმოადგენს ბაკალავრის მიერ ალბათობის თეორიის ელემენტების დაუფლება, სხვადასხვა სტოქასტური პროცესების აღმწერი მათემატიკური მოდელების (ალბათური სივრცის) აგება, შემთხვევითი სიდიდეების სხვადასხვა რიცხვითი მახასიათებლების გამოთვლა,

სხვადასხვა შემთხვევითი სიდიდეებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ხარისხის შესწავლა და ა.შ.

მეწარმეობის სამართლებრივი ფორმებისასწავლო კურსის “მეწარმეობის სამართლებრივი ფორმები” შესწავლის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს მეწარმეობის სამართლებრივი საფუძვლები, რათა მიეცეთ საშუალება სამართლებრივად წარმართონ სამეწარმეო საქმიანობა.

სარკინიგზო ტრანსპორტი და მასზე გადაზიდვების ორგანიზაციადისციპლინა მიზნად ისახავს შეასწავლოს სტუდენტს სარკინიგზო ტრანსპორტის ექსპლუატაციის ზოგადი საფუძვლები და პრინციპები, რკინიგზის სადგურთა მუშაობის ზოგადი ტექნოლოგიური პროცესები, გამტარ- და გამზიდუნარიანობის გაზრდის ხერხები და მეთოდები, სამგზავრო გადაზიდვების ორგანიზაციის ძირითადი პრინციპები სარკინიგზო ტრანსპორტზე და რკინიგზის მუშაობის ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.

საავტომობილო ტრანსპორტი და მასზე გადაზიდვების ორგანიზაციაკურსი “საავტომობილო გადაზიდვების” შესწავლის შედეგად სტუდენტი უნდა ფლობდეს მყარ ცოდნას სატრანსპორტო პროცესებთან უშუალო კავშირში მყოფ უმნიშვნელოვანეს ფაქტორებზე და თავისუფლად ერკვეოდეს ისეთ საკითხებში როგორიცაა: სატვირთო და სამგზავრო საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობა სატვირთო და სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვების ორგანიზაციის საფუძვლები; ტვირთის გადაზიდვის ორგანიზაცია და ა.შ.

გარემოს დაცვაკურსის მიზანია გააცნოს მსმენელები ანტროპოგენული ფაქტორების ზეგავლენით გარემოს თანამედროვე მდგომარეობას, გარემოს ობიექტების დაცვის მეთოდებს, მცენარეული და ცხოველურ რესურსებს, ფლორისა და ფაუნის როლს ბუნებაში, მათი დაზიანების სახეებს და, დაცვის საშუალებების, ჩამდინარე წყლების ცნებას, მის სახეებს, ჩამდინარე წყლების გაწმენდის მეთოდების შერჩევას გაჭუჭყიანებული კომპონენტების მიხედვით.

ეკონომიკური თეორიასასწავლო კურსის შესწავლა მიზნად ისახავს სტუდენტებს მისცეს თეორიული ცოდნა ეკონომიკის ძირითადი კატეგორიების შესახებ, გააცნოს ეკონომიკური სკოლები და მიმდინარეობები, გაარკვიოს საქონლის, ფულის და სხვა ტერმინებში. აზიაროს სტუდენტები წარმოების და მიმოქცევის სფეროს ეკონომიკურ არსში.

სატრანსპორტო მანქანათმცოდნეობის საფუძვლებიამ საგნის სწავლების მიზანს შეადგენს ზოგადი დანიშნულების მანქანა დანადგარების დეტალებისა და კვანძების გაანგარიშება და დაგეგმარების საფუძვლების შესწავლა. ამ კურსის შესწავლით მომავალი ბაკლავრი დამოუკიდბლად შესძლებს მარტივი საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტას: კერძოს, შეირჩიოს დეტალისა და კვანძის ოპტიმალური პარამეტრები მუშაობისუნარიანობის ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით.

მენეჯმენტის საფუძვლებიკურსის შესწავლის მიზანია: მსმენელებმა შეისწავლონ და დაეუფლონ საბაზრო ეკონომიკისატვის დამახასიატებელ სამეურნეო საქმიანობის მარტვის საკითხებს და პრინციპულ დებულებებს; გამოიმუშაონ რა საწარმოში სწორ მენეჯმენტის შემუშავების ჩვევები ორგანიზაციულ-ტექნიკური პირობებისა და მომუშავეთა ფსიქოფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით.

ხარისხის მენეჯმენტისასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს წარმოდგენა შეუქმნას ხარისხის მართვის ძირითად საკითხებზე. მისცეს ცოდნა ხარისხის მართვის თეორიული საკითხების შესახებ, რაც მათ დაეხმარება პრაქტიკაში გამოყენების ჩვევების შეძენაში.

სატრანსპორტო ფირმების ეკონომიკა, ორგანიზაცია და მენეჯმენტისასწავლო კურსის მიზანია სატრანსპორტო ფირმების ეკონომიკის შესწავლა, ეკონომიკური კატეგორიების, ცნებების, მიმდმნარე ეკონომიკური პროცესების ათვბისება, ორგანიზაციული სტრუქტურა, შემადგენელი რგოლების ორგანიზაცია და მენეჯმენტი.

საბუღალტრო და სტატისტიკური აღრიცხვასასწავლო კურსის შესწავლის მიზანია სტუდენტი დეუფლოს სტატისტიკის ძირითად შემადგენელ ელემენტებს, როგორიცაა: სტატისტიკის ზოგადი თეორია, ეკონომიკური სტატისტიკა და დარგობრივი სტატისტიკა. მათი შესწავლა აამაღლებს განვითარებისა და ცოდნის დონეს.

მარკეტინგისასწავლო კურსის შესწავლა მიზნად ისახავს სტუდენტებს მისცეს თეორიული ცოდნა მარკეტინგის შესახებ. კერძოდ: რა არის მარკეტინგის არსი, ფუნქციები და როლი საბაზრო ეკონომიკაში: უცხოური გამოცდილებისა და საქართველოში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის თავისებურებათა გათვალისწინებით სტუდენტები თეორიულად გაერკვევიან მარკეტინგის კომპლექსსა და მართვის სისტემის ძირითად ელემენტებში. გაეცნობიან კონკრეტული საბაზრო სიტუაციის შესაბამისს ტიპიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს და გადაწყვეტილებებს.

საწარმოო საქმიანობის ანალიზისასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ფირმების სამეურნეო საქმიანობის ანალიზის ჩატარების სფეციფიკა, პროდუქციის წარმოების (გამოშვების) და მომსახურების ანალიზი, თვითღირებულების გამოთვლის მეთოდები, ძირითადი კაპიტალის არსი, შემადგენლობა, სტრუქტურა და ა.შ.

პროექტის მენეჯმენტისასწავლო კურსის მიზანია მსმენელს შეისწავლოს პროექტების სტრატეგიის შემუშავება, პროექტირების ფილოსოფია და ფსიქოლოგია,

შემოქმედებითი პროცესის საერთო ტექნოლოგია, აზროვნების მეთოდებს, საპროექტო საქმიანობის კოორდინაცისა და კონტროლს.

ლოგისტიკის საფუძვლებისასწავლო კურსის მიზანია მსმენელებისათვის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ორგანიზაციის შესწავლა ახალ მოთხოვნათა შესაბამისად, ანუ ლოგისტიკა ფართოდ ინერგება მრეწველობის დარგებში. მისი შესწავლა დაეხმარება ახალგაზრდებს სწორად მოახდინონ მატერიალური, ფინანსური, ინფორმაციული მომსახურების ნაკადების მართვა.

ფინანსების მენეჯმენტისასწავლო კურსის შესწავლა მიზნად ისახავს მსმენელებს მისცეს თეორიული ცოდნა ფინანსური დისციპლინის შესახებ. კერძოდ რას წარმოადგენს ფინანსები, რაში მდგომარეობს ფინანსური პოლიტიკა და რა კავშირია ფასებსა და ფასწარმოქმნას შორის.

კომერციული საქმიანობა ტრანსპორტზეკურსის მიზანია შეასწავლოს მსმენელს სატრანსპორტო მომსახურების ხარისხის ამაღლება, კერძოდ პროდუქციის რიტმული და შეუფერხებელი გადაზიდვა ვადებისა და გრაფიკების მკაცრი დაცვით, რის მიღწევაც შეიძლება მხოლოდ ტრანსპორტზე კომერციული საქმიანობის გაუმჯობესებით.

საბაკალავრო ნაშრომიკურსის მიზანია შემაჯამებელი ნაშრომის შედგენის შესაძლებლობის გამომუშავება სტუდენტებისათვის, სადაც საჭიროებისამებრ გამოყენებული იქნება ბაკალავრიატში შესწავლილი თითქმის ყველა საგანი. კურსი საშუალებას იძლევა დავრწმუნდეთ სტუდენტების მიერ სპეციალობის ათვისების დონეში.

ფილოსოფია - სასწავლო კურსის ათვისებით სტუდენტი გაერკვევა ფილოსოფიის დანიშნულებასა და მის როლზე საზოგადოების განვითარებაში, გაეცნობა თანამედროვე ფილოსოფიის ძირითად პრობლემებს და მათ მნიშვნელობას საერთაშორისო გლობალური პრობლემის გადაჭრის საქმეში. შეისწავლის ფილოსოფიის ისტორიის აქტუალურ საკითხებს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს მატერიალური და სულიერი კულტურის განვითარებაში. დაეუფლება ბაკალავრისათვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, სოციალური სიტუაციის კრიტიკულად და ობიექტურად შეფასების საქმეში

წარმართვისათვის.

ფსიქოლოგია - სასწავლო კურსის შესწავლის შემდეგ მსმენელს გაუადვილდება პიროვნების ფსიქოლოგიური თავისებურებების გაგება, დანაშაულებრივი ქცევის გახსნა და ა.შ. კურსის მათ გამოუმუშავებს პრაქტიკულ ჩვევებს, სიტუაციის კრიტიკულ ანალიზის, გუნდური მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარებსა და ა.შ.

საქართველოს ისტორიაისტორია სოციალური ცნობიერებისა და ნაციონალური იდენტობის უპირველეს ფორმას წარმოადგენს. შესაბამისად, ისტორიის სწავლება, უპირველეს ყოვლისა, სტუდენტის, როგორც მოქალაქისა და სოციუმის სრულფასოვანი წევრის ფორმირებას უნდა ისახავდეს მიზნად.

აკადემიური წერაკურსის მიზანია განუვითაროს მსმენელს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა,კითხვა, მოსმენა,საუბარი), რათა მან შეძლოს საკუთარი აზრის ლოგიკური გამოთქმის უნარი, ჩამოუყალიბდეს დამოუკიდებელი და შემოქმედებითი უნარი, მსჯელობის უნარი. გამოიმუშაოს წაკითხული ტექსტის ანალიზი, ასახელებდეს სათაურის ლიტერატურულ ვარიანტს. კურსის სწავლების ამოცანებს კი წარმოადგენს: მსჯელობის უნდარის განვითარება, ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება, აზრის ლაკონურად, ცხადად გამოხატვა, ანალიზის შედარების, განზოგადების უნარი და ა.შ.

პოლიტოლოგია - სასწავლო კურსის მიზანია მსმენელისათვის პოლიტიკის ანბანის შესწავლა, პოლიტიკური თეორიის, ქართული პოლიტიკური აზრის, პოლიტიკური და საარჩევნო ტექნოლოგიების არსში გარკვევა. კურსი შეასწავლის პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების ტექნოლოგიას. პოლიტიკური მართვისა და სახელმწიფო ფორმირების ტექნოლოგიებს, საარჩევნო ტექნოლოგიებსა და საქართველოს საარჩევნო სისტემას.

სოციოლოგია - სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს საზოგადოების როგორც ყოფიერების განსაკუთრებული სფეროს ზოგადი ცოდნა, ჩამოუყალიბოს მას საზოგადოების განვითარების კანონზომიერებათა შესახებ ერთიანი მწყობრი მოძღვრება, რათა ამის საფუძველზე მოამზადოს იგი საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემდგომი ჯეროვანი და აქტიური მონაწილეობისათვის.

ეკონომიკური გეოგრაფიასასწავლო კურსის მიზანია ცოდნის გაღრმავება ქვეყნებს შორის საგარეო ეკონომიკური კავშირების შესახებ. მსმენელები შეისწავლიან საერთაშორისო კორპორაციებს, მსოფლიო სავალუტო სისტემას, ეკონომიკური კავშირებს, გარდამავალ საბაზრო ურთიერთობების ეკონომიკურ ინტეგრაციას და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას.

რისკის მართვასასწავლო კურსის მიზანია მსმენელების მიერ რისკის გათვლის და რისკებისაგან დაზღვევის პროცესის თეორიული ცოდნის და პრაქტიკული ჩვევების ათვისება. ისინი შეისწავლიან რისკის დონის გამოთვლის მათემატიკურ მეთოდებს, საინვესტიციო რისკების წინასწარ პროგნოზირებას, საბანკო რისკებსა და საბანკო პროცენტებს, ფინანსური რისკს, მისი შეფასებასა და პროგნოზირებას.

შრომის უსაფრთხოებასასწავლო კურსის მიზანია ტრანსპორტზე და სატრანსპორტო მშენებლობაში შრომის დაცვის უსაფრთხოების ტექნიკის საკითხების შესწავლა. მესმენელები გააეცნობიან შრომის კანონმდებლობის საფუძვლებს, შრომის ჰიგიენის და საწარმოო სანიტარიის საფუძვლებს, ტრავმატიზმისა და პროფესიული დაავადების ანალიზს და ა.შ.

მსოფლიო ეკონომიკასასწავლო კურსი მსმენელებს შეასწავლის მსოფლიოს ეკონომიკაში წამყვანი და განვითარებადი ქვეყნების წარმატება-წარუმატებლობის მიზეზების შესახებ, დაეხმარებათ განსაზღვრონ ძირითადი მიმართულებანი მსოფლიო ეკონომიკურ განვითარებაში და დაეხმარება შეიმუშაონ ეკონომიკური კრიზისიდან ეკონომიკის გამოსვლის გზები.

ტექნოლოგია და საზოგადოებაკურსის მიზანია განუმარტოს მსმენელებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ზრდის და განვითარების ზეგავლენით საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური პასუხისმგებლობა, გააცნოს მსმენელებს სხვადასხვა სახის, მათ შორის ეკონომიკური მოვლენებით გამოწვეული შეზღუდვები და შესაძლებლობები.

სტრატეგიული მენეჯმენტისასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს მსმენელს

სტრატეგიული მენეჯმენტის ამოცანების დაყენება და გადაჭრა, შესაბამისი მეთოდების და ჩვევების გამომუშავება, სტრატეგიული მიზნების ჩამოყალიბება, მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი და პერსპექტივები.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: